მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

20-05-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში უნივერსიტეტი) აცხადებს ღია კონკურსს 6 წლის ვადით მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად.

ვაკანტური თანამდებობები:

საბაზისო მიმართულება (ინგლისურენოვანი):

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით

1 პროფესორი

კლინიკური მიმართულება:

ა) კარდიოლოგიის მიმართულებით (ინგლისურენოვანი)

1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი 

ბ) პულმონოლოგიის მიმართულებით (ინგლისურენოვანი)

1 პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი 

 

გ) ნეფროლოგიის მიმართულებით (ინგლისურენოვანი)

1 ასოცირებული პროფესორი 

 

დ) გასტროენტეროლოგიის მიმართულებით (ინგლისურენოვანი)

1 ასოცირებული პროფესორი 

 

ე) ჰეპატოლოგიის მიმართულებით (ინგლისურენოვანი)

1 ასოცირებული პროფესორი 

 

ვ) ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევების მიმართულებით (ინგლისურენოვანი)

1 პროფესორი,   1-ასისტენტ პროფესორი 

 

ზ) რევმატოლოგიის მიმართულებით (ინგლისურენოვანი)

1 პროფესორი

 

თ) ალერგოლოგიის მიმართულებით (ინგლისურენოვანი)

1 ასოცირებული პროფესორი,   1-ასისტენტ პროფესორი 

 

ი) დერმატოლოგიის მიმართულებით  (ინგლისურენოვანი)

1 ასოცირებული პროფესორი

 

კ) ონკოლოგიის მიმართულებით  (ინგლისურენოვანი)

1 ასოცირებული პროფესორი

 

ლ) ჰემატოლოგიის მიმართულებით  (ინგლისურენოვანი)

1 ასოცირებული პროფესორი

 

მ) ქირურგიის მიმართულებით   (ინგლისურენოვანი)

1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი

 

ნ) უროლოგიის მიმართულებით   (ინგლისურენოვანი)

1 ასოცირებული პროფესორი

 

ო) ტრავმატოლოგიის მიმართულებით   (ინგლისურენოვანი)

1 ასოცირებული პროფესორი

 

პ) ოტორინოლარინგოლოგიის მიმართულებით   (ინგლისურენოვანი)

1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი

 

ჟ) ოფთალმოლოგიის მიმართულებით   (ინგლისურენოვანი)

1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი

 

რ) ნეიროქირურგიის მიმართულებით   (ინგლისურენოვანი)

1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი

 

ს) პედიატრიის მიმართულებით   (ინგლისურენოვანი)

1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი

 

ტ) მეან-გინეკოლოგიის მიმართულებით   (ინგლისურენოვანი)

1 პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი

 

უ) ინფექციური დაავადებების მიმართულებით   (ინგლისურენოვანი)

1 ასოცირებული პროფესორი

 

ფ) ფსიქიატრიის მიმართულებით   (ინგლისურენოვანი)

1 ასოცირებული პროფესორი

 

ქ) ნევროლოგიის მიმართულებით   (ინგლისურენოვანი)

1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი

 

საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:

ბაზისური მიმართულება:

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  (აკადემიური ნიშნით):

·         დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის დარგში/სფეროში);

·         სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

·         შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციები ან თანაავტორობა;

·         შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

 

შენიშვნა:

კონკურსანტი ახდენს საჩვენებელი ლექციის ინგლისურ ენაზე ჩატარებას.

კლინიკური მიმართულება:

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  (აკადემიური ნიშნით):

·         დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი(შესაბამის დარგში/სფეროში);

·         სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

·         ბოლო 9 წელი კლინიკური გამოცდილება;

·         შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;

·         შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;

·         შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი.

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):

·         დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი (შესაბამის დარგში/სფეროში);

·         სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - ავტორიზებული, ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება;

·         ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება;

·         შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;

·         შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;

·         შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური  თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):

·         დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი(შესაბამის დარგში/სფეროში);

·         შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;

·         ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება;

·         შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;

·         შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი.

შენიშვნა:

კონკურსანტი ახდენს საჩვენებელი ლექციის ინგლისურ ენაზე ჩატარებას.

 

საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი1 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით და ანკეტა;[1]

ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

დ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების, [2]პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები/ცნობები, სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები/დოკუმენტის ასლები, კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები/ცნობები,  სახელმწიფო სერტიფიკატი;

ე) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);

ვ) სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში);

ზ) შესაბამისი სილაბუსები (ელექტრონული ვერსია);

თ) 2 ფოტოსურათი, 3X4;

ი) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული  ცნობა“.

 

განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები

1. კონკურსში მონაწილეთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2022 წლის 20 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით, 10.00-დან 17.00 საათამდე, საკონკურსო კომისიის სამდივნოში - თბილისი, კოსტავას, 77, მე-4 სასწავლო კორპუსი, მე-4 სართული, მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაცია.

2. კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 04 ივლისიდან 08 ივლისის ჩათვლით.

4. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2022 წლის 09 ივლისს საკონკურსო კომისიის მიერ უნივერსიტეტის შესაბამის სასწავლო კორპუსში ყველასათვის  თვალსაჩინო ადგილზე და უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.gtu.ge;

4. კონკურსთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2022 წლის 12 ივლისის ჩათვლით.

5. აკადემიურ საბჭოში კონკურსის შედეგების დამტკიცების ვადა განისაზღვროს 2022 წლის 15 ივლისს.

6. აკადემიურ საბჭოს მიერ დამტკიცებული კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე https://gtu.ge/ არა უგვიანეს 2022 წლის 16 ივლისისა.

7. კონკურსში გამარჯვებულ პირებთან აფილირებისა და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება მოხდება კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში.

 

მონაწილეთა შეზღუდვა

1. კონკურსში არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით.

2. აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა საკონკურსო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ მიზნით მან განცხადება უნდა შეიტანოს უნივერსიტეტის კანცელარიაში 2022 წლის 10 ივნისის ჩათვლით. პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება.

კონკურსის ჩატარების წესი

1. კონკურსი ჩატარდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესახებ” დებულების შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიებში და უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

2. საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, კონკურსანტის კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული, სასწავლო-მეთოდური და პედაგოგიური საქმიანობა; სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე, კონკურსანტის მიერ ჩატარებული ლექციის ან/და საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.

 

ინფორმაცია აკადემიური პერსონალის დატვირთვის და შრომის ანაზღაურების შესახებ

პროფესორი:

ანაზღაურება - 1 აკადემიურ საათში -  52 ლარი;

სასწავლო დატვირთვა (ლექცია, პრაქტიკული, სემინარი, ლაბორატორია, საკურსო სამუშაო, საკურსო პროექტი) სემესტრში -მაქსიმუმ 270 საათი, კვირაში საშუალოდ-18 საათი;

ასოცირებული პროფესორი:

ანაზღაურება - 1 აკადემიურ საათში -  52 ლარი;

სასწავლო დატვირთვა (ლექცია, პრაქტიკული, სემინარი, ლაბორატორია, საკურსო სამუშაო, საკურსო პროექტი) სემესტრში -მაქსიმუმ 315 საათი, კვირაში საშუალოდ-21 საათი;

ასისტენტ-პროფესორი:

ანაზღაურება - 1 აკადემიურ საათში -  52 ლარი;

სასწავლო დატვირთვა (ლექცია, პრაქტიკული, სემინარი, ლაბორატორია, საკურსო სამუშაო, საკურსო პროექტი) სემესტრში - მაქსიმუმ 360 საათი, კვირაში საშუალოდ- 24 საათი.



[1] განაცხადი ივსება მხოლოდ  ერთი მიმართულებით და ერთ  კონკრეტულ  პოზიციაზე.


[2] იმ შემთხვევაში თუ პირი სწავლობს უცხოეთში ან უმაღლესი განათლება აქვს მიღებული უცხოეთში ვალდებულია წარმოადგინოს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.




სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11