07 აპრ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მერიის ერთობლივი პროექტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მერიის ერთობლივი პროექტით გაიხსნა სკვერი
12 დეკ

ლეონ მახარაძე

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის და “სამთო ტექნოლოგიების“
18 ნოე

“არემჯის" სასტიპენდიო პროგრამა 2023

არ გამოტოვო შესაძლებლობა, გახდე საქართველოს უმსხვილესი სამთო-მოპოვებითი ლიდერის "არემჯის" სტიპენდიატი!
ყველა სიახლე

არჩევნები

სტუ-ის რექტორის 2023 წლის 12 სექტემბრის MES 2 23 000 112 8686 ბრძანებით მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს დანიშნულია არჩევნები სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტიდან სტუ-ის აკადემიური საბჭოს წევრის 1 ვაკანტურ ადგილზე.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელსაც ფაკულტეტზე უკავია პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობა.

კანდიდატთა რეგისტრაცია: 2023 წლის 20-27 სექტემბერი. 1000 სთ-დან 1700 სთ-მდე კანდიდატებმა განცხადება უნდა შეიტანონ ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში (სტუ-ის მესამე სასწავლო კორპუსი. ოთახი 221).

განცხადებას თან უნდა დაერთოს:

·         პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

·         ცნობა ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ.

საკონტაქტო პირი: თამარ ებანოიძე. მობ.: 593577445

ფაკულტეტის საარჩევნო კომისია.


ჩეხეთის მთავრობის მიერ 2024-2025 აკადემიური წლისთვის გამოცხადებული სამაგისტრო და სადოქტორო სასტიპენდიო პროგრამების შესახებ


აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი - დოქტორანტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია (ელ. ფოსტით)


განცხადება

2023 წლის 15 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება სადოქტორო პროგრამის „პროფესიული უსაფრთხოება და ჯანმრთელობის“ დოქტორანტ დავით ცანავას დისერტაციის დაცვა  სტუ-ის  III კორპუსის №437 აუდიტორიაში. სადისერტაციო თემა: „ტრანსფორმირებადი ელემენტების გამოყენების თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა გვირაბების უსაფრთხო ვენტილაციის პარამეტრების დასადგენად“. სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი ომარ ლანჩავა

2023 წლის 14 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება სადოქტორო პროგრამის „გეოლოგიის“ დოქტორანტ ანზორ გიორგაძის დისერტაციის დაცვა  სტუ-ის  III კორპუსის №437 აუდიტორიაში. სადისერტაციო თემა: „მდ. ტეხურზე მშენებარე ჰესების კასკადის ტერიტორიის სტრუქტურული და საინჟინრო გეოლოგიური კვლევის თავისებურებები“. სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოც. პროფ. ლევან გორგიძე, აკად. დოქტორი ვიქტორ ალანია

2023 წლის 13 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება სადოქტორო პროგრამის „საინჟინრო გეოდეზიის“ დოქტორანტ ელენე ბლიაძის დისერტაციის დაცვა  სტუ-ის  III კორპუსის პროფ. ნ. თევზაძის სახელობის აუდიტორიაში №239. სადისერტაციო თემა: „მიწის საკადასტრო მონაცემთა შექმნის მეთოდების სრულყოფა–ციფრულ/ტექნოლოგიური გადაწყვეტები“. სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოც. პროფესორი ფატიმა ქვაცაბაია

2023 წლის 18 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება სადოქტორო პროგრამის „გეოლოგიის“ დოქტორანტ თამარ მიქავას დისერტაციის დაცვა  სტუ-ის  III კორპუსის პროფ. ნ. თევზაძის სახელობის აუდიტორიაში №239. სადისერტაციო თემა: „კოლხეთის არტეზიული აუზის ცენტრალური ნაწილის თერმული წყლების ჰიდროქიმიური მახასიათებლების კვლევა თბოენერგეტიკული პოტენციალის შეფასების მიზნით“. სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი მ. მარდაშოვა

2023 წლის 10 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება სადოქტორო პროგრამის „გეოლოგიის“ დოქტორანტ მამუკა ნაცვლიშვილის დისერტაციის დაცვა  სტუ-ის  III კორპუსის №437 აუდიტორიაში. სადისერტაციო თემა: „ხობი 2 ჰესი-ს ჰიდროტექნიკური კომპლექსის მშენებლობის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების ანალიზი და შეფასება“. სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოც. პროფ. ლ.გორგიძე, ასოც. პროფ. გ. ტლაშაძე


სპეციალურად სტუდენტებისთვის - სწავლის შედეგების შეფასების გასაჩივრება და საპატიო მიზეზით გაცდენილი შეფასების/გამოცდის აღდგენა


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის თანამშრომელების მონაწილეობა საერთაშორისო-სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაში „ჰეიდარ ალიევი და აზერბაიჯანის ნავთობის სტრატეგია“ (ბაქო, 2023 23-26 მაისი)

                        

                                               

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერების და განათლების სამინისტროს ნავთობისა და გაზის ინსტიტუტსა (გენერალური დირექტორი აკადემიკოსი ფახრადდინ კადიროვი)  და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა 

                

ნავთობისა და გაზის და სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტების ხელმძღვანელების პროფესორების თეიმურაზ ბარაბაძის და ირაკლი გუჯაბიძის მოხსენებით გამოსვლა საერთაშორისო-სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაში „ჰეიდარ ალიევი და აზერბაიჯანის ნავთობის სტრატეგია“ (ბაქო, 2023 23-26 მაისი)


შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის „ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების" დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფ. თ. ბარაბაძის შეხვედრა აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტთან აკადემიკოს ისა გაბიბბეილთან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის თანამშრომელების შეხვედრა კონფერენციის მონაწილეებთან


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი“ ახორციელებს მსმენელთა მომზადებას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-25/ნ ბრძანებით) შესაბამისად. 


სტუდენტები ყაზახეთის კანოშა საბტაევას ნაციონალური კვლევითი ტექნიკური უნივერსიტეტიდან

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კერძოდ სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე ჩამოვიდნენ გაცვლითი პროგრამით სტუდენტები ყაზახეთის კანოშა საბტაევას ნაციონალური კვლევითი ტექნიკური უნივერსიტეტიდან. ხელი მოეწერა მემორანდუმს. სტუდენტებს ხელმძღვანელობდა ნავთობისა და გაზის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი თემურ ბარაბაძე. 

                           

                                 


პროფესორი ანეტა საპინსკა სლივა 

ჩვენს ფაკულტეტს ესტუმრა  პროფესორი ანეტა საპინსკა სლივა კრაკოვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიდან. ვისაუბრეთ მომავალ გეგმებზე, თანამშრომლობის დამყარებაზე და გაცვლით პროგრამების ჩამოყალიბებაზე ჩვენს უნივერსიტეტებს შორის.

               


ქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტის სასწავლო შახტა-ლაბორატორიაში მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსის პირობები


25 სტუდენტი “არემჯისგან” 1-წლიან სტიპენდიას მიიღებს; https://www.facebook.com/watch/?v=164500096467696


ვინ არიან და როგორ შეირჩნენ RMG-ის სტიპენდიანტები 2023 https://www.facebook.com/watch/?v=1065867927703372


 


საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (საგანთა ჯგუფი №4) ჩატარებული კონკურსის კენჭისყრების (ოქმი №2, 27.02.2023 წ) პირველადი შედეგები 


განცხადება

2023 წლის 23 თებერვალს, 12:00 საათზე გაიმართება სადოქტორო პროგრამის „გეოლოგია“  დოქტორანტ აკაკი მაღლაკელიძის დისერტაციის დაცვა  სტუ-ის  III კორპუსის №308 აუდიტორიაში. სადისერტაციო თემა: „ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადოს პოტენციალის შეფასება პერსპექტიული უბნების გამოვლენის მიზნით“. სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოც. პროფესორი ნანა ზაუტაშვილი, ქმდ ვახტანგ გვახარია.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „გეოლოგია“ დოქტორანტის სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტი კარლსრუეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა (გერმანია) და სალამანკას უნივერსიტეტში (ესპანეთი)


განცხადება

2023 წლის 9 თებერვალს, 14:00 საათზე გაიმართება სადოქტორო პროგრამის „პროფესიული უსაფრთხოება და ჯანმრთელობა“  დოქტორანტ დავით კუხალაშვილი დისერტაციის დაცვა  სტუ-ის  III კორპუსის №326 აუდიტორიაში. სადისერტაციო თემა: „შრომის უსაფრთხოების მართვის ღონისძიებათა სრულყოფა ინფექციური კონტროლის ორგანიზებისათვის სს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მაგალითზე“. სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი თეიმურაზ კუნჭულია


აღმოჩენების სამი კვირა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის “გეოლოგია” მესამე კურსის სტუდენტებმა: ილია ბლუაშვილმა, ალექსანდრე ტეფნაძემ და ალექსანდრე კამენსკიმ DAAD-ის პროექტის, „მდგრადი განვითარების პროექტი კავკასიაში”, ფარგლებში, გაიარეს სამკვირიანი პროფესიული პრაქტიკა გერმანიაში  კარსრუეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (Karlsruhe Institute of Technology - KIT).





ყურადღება!

გამოცხადებულია კონკურსი, რომელიც ეხება რუმინეთის მიერ 2023-2024 აკადემიური წლისათვის ყოველწლიური სასტიპენდიო პროგრამას

რუმინეთის სტიპენდია


განცხადება

2022 წლის 16 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება სადოქტორო პროგრამის „სამთო ტექნოლოგიების“  დოქტორანტ ნანა დოლიძის დისერტაციის დაცვა  სტუ-ის  III კორპუსის №326 აუდიტორიაში. სადისერტაციო თემა: „ნახშირების წვრილმარცვლოვანი ფრაქციის გამდიდრების ტექნოლოგიის ინტენსიფიკაცია“. სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი ანზორ აბშილავა


სამთო–გეოლოგიური  ფაკულტეტის 2021–2022 სასწავლო წლის II სემესტრის შედეგების მიხედვით წარჩინებულ სტუდენტთა რეიტინგული სია


მექსიკის მთავრობის მიერ გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამა


დოქტორანტობის კანდიდატებთან გასაუბრების შეფასების ფორმები და

კრიტერიუმები


განცხადება

2022 წლის 27 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება სადოქტორო პროგრამის „გეოლოგიის“  დოქტორანტ მერაბ გაფრინდაშვილის დისერტაციის დაცვა  სტუ-ის  III კორპუსი, აუდიტორია სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი. სადისერტაციო თემა: „ქ. თბილისის ტერიტორიაზე გეოდინამიკური პროცესებით გამოწვეული გეოეკოლოგიური საფრთხეების შეფასება და მათი პრევენცია”. სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი ნოდარ ფოფორაძე

განცხადება

 
ავადმყოფობის გამო დოქტორანტ ვასილ გოდაბრელიძის  დისერტაციის დაცვა გადატანილი იქნა 2022 წლის 4 მარტს, 14:00 საათზე სტუ-ის  III კორპუსის  №326 აუდიტორიაში. სადისერტაციო თემა: „ნინოწმინდის ნავთობგაზშემცველ ფართობზე გამრუდებული და ჰორიზონტალური ბურღვის ეფექტურობის ამაღლება მართვადი და ტელემეტრიული სისტემების გამოყენებით“. სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ნოდარ მაჭავარიანი, ასოცირებული პროფესორი ვალერი ხითარიშვილი.


განცხადება

2022 წლის 23 თებერვალს, 14:00 საათზე გაიმართება სადოქტორო პროგრამის „ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების“  დოქტორანტ მაია სურამელაშვილის დისერტაციის დაცვა  სტუ-ის  III კორპუსის №326 აუდიტორიაში. სადისერტაციო თემა: „რიონის მთათაშუა როფის ნავთობგაზიანობის პერსპექტიულობის დასაბუთება პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით“. სამეცნიერო ხელმძღვანელები: +პროფესორი გურამ ვარშალომიძე, პროფესორი თეიმურაზ ბარაბაძე

2022 წლის 24 თებერვალს, 13:00 საათზე გაიმართება სადოქტორო პროგრამის „ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების“ დოქტორანტ ვასილ გოდაბრელიძის  დისერტაციის დაცვა სტუ-ის  III კორპუსის  №326 აუდიტორიაში. სადისერტაციო თემა: „ნინოწმინდის ნავთობგაზშემცველ ფართობზე გამრუდებული და ჰორიზონტალური ბურღვის ეფექტურობის ამაღლება მართვადი და ტელემეტრიული სისტემების გამოყენებით“. სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ნოდარ მაჭავარიანი, ასოცირებული პროფესორი ვალერი ხითარიშვილი.

გილოცავთ!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ყველა თანამშრომელს და სტუდენტს ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ,რომ მომავალი 2022 წელი წარმატებული იყოს თითოეული თქვენთაგანისთვის.
ბედნიერება და სიხარული არ მოკლებოდეს თქვენ და თქვენს ოჯახებს.
მშვიდობა და წარმატებები ჩვენს ქვეყანას!

 სიყვარულით და პატივისცემით
ანზორ აბშილავა

სამთო–გეოლოგიური  ფაკულტეტის 2020–21 სასწავლო წლის II სემესტრის შედეგების მიხედვით სახელმწიფო  სტიპენდიანტთა სია

სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი
სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის  2022 წლის კონტიგენტის და შემოსავლების რაოდენობა
ფაკულტეტის 2022 წლის ბიუჯეტი
2022 წლის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის შესყიდვები


სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის კონსულტაციების გრაფიკი
გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი
ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტი
სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტი
შრომის უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი
საინჟინრო გეოდეზიის და გეოინფორმატიკის დეპარტამენტი

სამთო–გეოლოგიური  ფაკულტეტის 2020–21 სასწავლო წლის II სემესტრის შედეგების  მიხედვით წარჩინებულ სტუდენტთა სია


საბანკო რეკვიზიტები:

საიდენტიფიკაციო ნომერი: 211349192 

მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში

ბანკის კოდი: TRESGE22

მიმღების ანგარიში:   სახაზინო კოდი 708977289 (სწავლის საფასური სტუდენტებისთვის)


განცხადება

ოქტურანტურაში ჩაბარების მსურველთათვის

კვლევითი პროექტის შეფასების კრიტერიუმები და გაფორმების წესი


განცხადება

2021 წლის 21 ივლისს, 14.00 საათზე, სტუ-ის  III კორპუსის პროფესორ ნ. თევზაძის სახელობის №239 აუდიტორიაში შედგება დოქტორანტ ავთანდილ ჯღამაძის დისერტაციის დაცვა. სადისერტაციო თემა „მუხრანის არტე­ზიული აუზის ჰიდროგეოლოგია და მტკნარი მიწისქვეშა წყლების რესურსები“. სამეცნიერო თანახელმძღვანელები: ასოც. პროფესორი ხათუნა ავალიანი და ქმდ ვახტანგ გვახარია; რეცენზენტები: ირაკლი მიქაძე (გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი) და ნანა ზაუტაშვილი (სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი).


2021 წლის 20 ივლისს,14.00 საათზე, სტუ-ის  III კორპუსის პროფესორ ნ. თევზაძის სახელობის №239 აუდიტორიაში შედგება დოქტორანტ ალექსანდრე რაზმაძიის დისერტაციის დაცვა. სადისერტაციო თემა „დასავლეთ გარეკახე­თის ორ და სამგანზომილებიანი სტრუქტურული მოდელირება, ნახშირწყალბა­დების დამჭერების (გეომეტრიის) და პროგნოზირების მიზნით“. სამეცნიერო თანახელმძღვანელები: ასოც. პროფესორი დავით ბლუაშვილი და გეოლოგიის დოქტორი ვიქტორ ალანია; რეცენზენტები: პროფესორი თეიმურაზ ბარაბაძე (სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი) და დავით ზაქარაია (გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი)

 

სამთო–გეოლოგიური ფაკულტეტის თანამშრომელთა  საკვალიფიკაციო მოთხოვნები


განცხადება

2021 წლის 23 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება სადოქტორო პროგრამის „ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების“  დოქტორანტ ზურაბ სურამელაშვილის დისერტაციის დაცვა  სტუ-ის  III კორპუსის №326 აუდიტორიაში. სადისერტაციო თემა: „აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის აღმოსავლეთ დაძირვის (სართიჭალა-მა­ნა­ვის ზოლი) გეოლოგიური აგებულება და ზედაცარცულ-პალეოგენური ნალექების ნავთობ-გაზშემცველობის პერსპექტივები“. სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი თეიმურაზ ბარაბაძე

2021 წლის 22 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება სადოქტორო პროგრამის „საინჟინრო გეოდეზიის“ დოქტორანტ ლია დარჩიაშვილის დისერტაციის დაცვა სტუ-ის  III კორპუსის პროფესორ ნ. თევზაძის სახელობის №239 აუდიტორიაში. სადისერტაციო თემა: „მიწის საკადასტრო აღრიცხ­ვის სრულყოფა სისტემური მიდგომის გზით მცხეთის მუნიციპალიტეტის მაგალითზე“. სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ფატიმა ქვაცაბაია


2021 წლის 16 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება სადოქტორო პროგრამის „საინჟინრო გეოდეზიის“ "  დოქტორანტ კალენიკე გაბეჩავას დისერტაციის დაცვა სტუ-ის  III კორპუსის პროფესორ ნ. თევზაძის სახელობის №239 აუდიტორიაში. სადისერტაციო თემა: „ქ. თბილისის კადასტრის წარმოების მეთოდიკის სრულყოფა“. სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ფატიმა ქვაცაბაია


ჩვენი სტუდენტების წარმატება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია RMG-ის შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 25 წარმატებულ სტუდენტს სტიპენდია დაენიშნა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, ასევე, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტების საუკეთესო სტუდენტები კომპანია RMG-გან ერთი წლის განმავლობაში ფულად პრიზს მიიღებენ.

საუკეთესო სტუდენტებს კომპანია RMG-მ საწარმო ტერიტორიაზე უმასპინძლა და პირველი ინდუსტრიული ტურიც მოუწყო.

გახდი წარმატებული სტუდენტი და მოიპოვე დამატებითი სტიპენდია!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი №003

პრაღის საგაზაფხულო სკოლები 2021

12 - 16 აპრილს, პრაღის SCHOLA EMPIRICA არასამთავრობო სკოლის ორგანიზებით, პრაღაში (ჩეხეთი) გაიმართება საგაზაფხულო სკოლები -2021 პროგრამა

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა - კონკურსი და ონლაინკონსულტაციები თანამშრომლებისთვის

26 მარტს  11:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის ჩატარდება ონლაინკონსულტაცია Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით

შეხვედრა ARMG ჯგუფის ხელმძღვანელობასთან

    საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ARMG ჯგუფს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა რომელშიც მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის მხრიდან სტუ-ს რექტორი პროფ. დ. გურგენიძე, კანცლერი კ. კოპალიანი, პრორექტორი პროფ. ზ. გასიტაშვილი, ფაკ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური დეპარტამენტების ხელმძღვანელები, სტუდენტთა თვითმართველობის წარმომადგენლები ხოლო ARMG-ის მხრიდან აღმასრულებელი დირექტორი თ. ლიპარტია, დირექტორის მოადგილეები გ. ჩხეიძე და ი. შატაკიშვილი, სტუ-სა და ARMG-ის სამსახურების ხელმძღვანელები.

   შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: სტუ-ს რექტორმა დ. გურგენიძემ და ARMG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თ. ლიპარტიამ რომლებმაც აღნიშნეს თუ რა სარგებელი  მოაქვს დამსაქმებელსა  და უმაღლესი სასწავლებელს შორის მჭიდრო ურთიერთობას. დირექტორის მოადგილემ გ. ჩხეიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია გაწეული საქმიანობის შესახებ. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ კოვიდით გამოწვეული შეფერხებების შემდეგ საჭიროა განახლდეს მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებები. კერძოდ, განახლდება სასტიპენდიო პროგრამა. აგრეთვე ისეთი პროექტები როგორიცაა სტუდენტთა სტაჟირების, საზაფხულო სკოლის, სპეციალისტთა ინდივიდუალური განვითარების, სასწავლო და საგასაცნობო პრაქტიკის, საერთაშორისო სტუდენტური პროექტები. გარდა ამისა ARMG ჯგუფი დახმარებას გაუწევს ფაკულტეტს ლაბორატორიული ბაზის ტექნიკურ გადაიარაღებაში, სახელმძღვანელოების გამოცემაში, საგანმანათლებლო პროგრამების მოდიფიცირებაში, სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებაში და სტუ-ს 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსებაში მხარეები შეთანხმდნენ, რომ განახლდეს 2017 წლის 1 დეკემბერს სტუ-სა და ARMG-ის შორის დადებული მემორანდუმი. მონაწილე მხარეებს ექნებათ გაფართოებული ვალდებულებები თანამედროვე მოთხოვნილებების გათვალისწინებით.