07 აპრ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მერიის ერთობლივი პროექტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მერიის ერთობლივი პროექტით გაიხსნა სკვერი
12 დეკ

ლეონ მახარაძე

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის და “სამთო ტექნოლოგიების“
ყველა სიახლე

ლეონ მახარაძე

12/12/2022

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის და “სამთო ტექნოლოგიების“ დეპარტამენტის თანამშრომლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ქართველი მეცნიერი და პედაგოგი, მინერალური რესურსების, ეკოლოგიისა და სიცოცხლისუნარიანობის უსაფრთხოების საერთაშორისო აკადემიების ნამდვილი წევრი საქართველოს ფიზიკა-მათემატიკის და საინჟინრო აკადემიების ნამდვილი წევრი, მინერლური რესურსების საერთაშორისო აკადემიის საქართველოს განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი, საბჭოთა კავშირის გამომგონებელი, გრ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის კომპლექსური მექანიზაციის ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელი, სამეცნიერო, საინჟინრო, საინფორმაციო, ანალიზური, რეფერირებადი “სამთო ჟურნალის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი, სტუ-ის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 14 სახელმძღვანელოს და 100-ზე მეტი გამოგონების ავტორი - ლეონ მახარაძე.
მისი განვლილი გზა და გაწეული საქმიანობა, თავდადებული შრომა, დიდი პასუხისმგებლობა და პატიოსნება მისაბაძი მაგალითი იყო ახალგაზრდა თაობებისათვის,
ფაკულტეტის თანამშრომლები და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ბატონ ლეონ მახარაძის გარდაცვალების გამო. მისი სახით საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაკარგა პროფესიონალი, შრომისმოყვარე და გულისხმიერი თანამშრომელი.

 

სიახლეებში დაბრუნება