მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი - ჯემალ გახოკიძე

წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი - ჯემალ გახოკიძე

ჯემალ გახოკიძე 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) სპიკერი,  სამართლისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი 



ტელეფონი: (+ 99532) 2 36 53 96
ელ-ფოსტა: senati@gtu.ge

განათლება:

2004 წელი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, სადოქტორო თემა "საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები”.

1987 წელი - იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, ქ. მოსკოვი, დისერტაციის თემა "გამოძიების და მოკვლევის ორგანიზაცია”.

1967–1972წ.წ. – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით,   (წარჩინებით). 


სამუშაო გამოცდილება:

2009 წლიდან - დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.     

2010 წლიდან - დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) თავმჯდომარე.

2017 წლის 28 მარტიდან - დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი 

2014 - 2017 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან თვითდაფინანსების პრინციპით მომუშავე  „კონფლიქტების დარეგულირების სამართლებრივი, პოლიტიკური   და ეკონომიკური კვლევების ცენტრის” დირექტორი.

2004-2005 წ.წ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

1999-2004 წ.წ. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.

1997-1998 წ.წ. სახელმწიფო უშიშროების მინისტრი.

1973-1997 წ.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამომძიებლის, დეპარტამენტის თავმჯდომარის და მინისტრის მოადგილის თანამდებობები.


შეთავსებით:

2004-2009 წ.წ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის   მოწვეული პროფესორი, ლექციები სისხლის სამართალში, სისხლის სამართლის პროცესში და კრიმინოლოგიაში.

1989-2004 წ.წ.ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი.


მონოგრაფია და სახელმძღვანელო: 8

სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაცი: 56

მიღებული აქვს მონაწილეობა სამიტებში და 40-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში. მათ შორის: 

  1. მონაკოში 2000-2001-2002 წლებში საერთაშორისო სამიტზე ტრანსნაციონალურ დანაშაულებთან ბრძოლის პრობლემებზე მოხსენება;
  2. მსოფლიო სამიტზე მონაწილეობა - კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო კონვენციის მიღებასთან დაკავშირებით (ქ. პალერმო, იტალია, 2001წ.);
  3. კრიმინოლოგიის მეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოში, საუნივერსიტეტთაშორისო საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ორგანიზატორი;
  4. გაეროს პროგრამის დირექტორი 2000-2003 წლებში ,,აფხაზეთის კონფლიქტის მიზეზების პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტების შესწავლა“. პროექტი ხორციელდებოდა ეროვნული უშიშროების საბჭოში.

გავლილი აქვს სპეციალური კურსები და ტრეინინგები ტერორიზმის, ნარკოტიზმის, კორუფციის და სამართალდაცვი სისტემის რეფორმების ხაზით: 1) აშშ-ს იუსტიციის სამინისტროში (ქ. ვაშინგტონი, 2000წ.); 2) უნგრეთში გამოძიების ფედერალური ბიუროს ოფისში (ქ. ბუდაპეშტი, 2000წ.); 3) საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში (ქ. პარიზი, 2000წ.) და 4) გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (ქ. გარმიში, 2003წ).


უცხო ენები:

რუსული (სრულყოფილად)
გერმანული (კარგად)


დამატებითი ინფორმაცია:

დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის და ღირსების ორდენებით, ასევე სხვა სამთავრობო ჯილდოებით. მინიჭებული აქვს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება.

არის საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალების „თემიდას”, „ბიზნეს-ინჟინერინგისა” და სტუ-ს საერთაშორისო ელექტრონული ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.

0322 77 11 11