ისტორიკოსი, არქეოლოგი, კულტუროლოგი, ისტორიის აკადემიური დოქტორი, საქრთველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის პროფესორი. ევროპის უნივერსიტეტის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი. აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ჟურნალ „არქეოლოგიის“ მთავარი რედაქტორი.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2002 წლის 4 დეკემბრის განკარგულება №1509, ორდენი №05650)
პირადი ინფორმაცია:
დაბადების თარიღი: 26 თებერვალი, 1954 წელი, თბილისი;
დაოჯახებული: მეუღლე თამარ ნონეშვილი - ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი; შვილები: საბა ნონეშვილი - რეჟისორი, მარიამ ნონეშვილი - იურისპრუდენციის ბაკალავრი.
განათლება:
1971-1976 - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (დიპლომი წარჩინებით №166058). უნივერსიტეტში სწავლის დროს ფლობდა აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის სტიპენდიას.
1976–1979 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქელოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დასწრებული ასპირანტურა.
კვალიფიკაცია:
1983 წელს მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; გამოქვეყნებული აქვს 67 ნაშრომი, აქედან: 4 მონოგრაფია, 3 სახელმძღვანელო; ფლობს რუსულ, ინგლისურ, ლათინურ და ძველბერძნულ ენებს.
სამუშაო გამოცდილება:
1971 წლიდან დღემდე: მონაწილეობს საველე არქეოლოგიურ კვლევა-ძიებაში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
1971-1995 - იოსებ გრიშაშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი; საზღვარგარეთის ქვეყნებთან სამეცნიერო ურთიერთობების ჯგუფის ხელმძღვანელი;
1999-2007 - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო კულტურის ისტორიისა და თეორიის კათედრის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი;
1993-2009 - ი. ჭავჭავაძის სახ. თბილისის უცხოურ ენათა და კულტურათა უნივერსიტეტისა და წმ. გრიგოლ ფერაძის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი.
1993-2006 - უძღვებოდა საქართველოს საგარეო ურთიერთობებში უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირებს;
საზოგადოებრივი საქმიანობა:
რუსეთის ფედერაციის სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი;
იტალია-საქართველოს მეგობრობისა და თანამშრომლობის ასოციაციის გენერალური დირექტორი;
იოსებ ნონეშვილის სახ. ბავშვთა საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მობ.: (+995) 591 20 28 28