ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი). სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სასურსათო ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსი; აგრარულ მეცნიერებებში (აგრონომია, მეცხოველეობა, აგროტექნოლოგიები, სასურსათო ტექნოლოგიები, სატყეო საქმე, მელიორაცია) საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე; აგრარულ ტექნოლოგიებში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი.
პირადი ინფორმაცია:
დაბადების თარიღი: 25.04.1941.
ოჯახური მდგომარეობა: 2 შვილი, 4 შვილიშვილი,1 შვილთაშვილი.
განათლება:
1958-1963წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქიმიის ფაკულტეტი. სპეციალობა: მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმია. დიპლომი Р #119180. კვალიფიკაცია: ქიმიკოსი.
კვალიფიკაცია:
1965-1968 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიის ინსტიტუტის ასპირანტი. ასპირანტურის კურსი: სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ა.ნ.ბახის სახელობის ბიოქიმიის ინსტიტუტის ენზიმოლოგიის განყოფილება.
1969 წ. ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, დიპლომი: МБЛ #010464.
1971 წ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ატესტატი: МСН #046819.
1979 წ. დოცენტი. ატესტატი:ДС #027229.
1984 წ. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, დიპლომი: БЛ #001457.
1985 წ. პროფესორი. ატესტატი: ПР #012421.
სამუშაო გამოცდილება:
1963-1965 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტი, ინჟინერ-ქიმიკოსი.
1968-1975 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
1972-1975 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიოლოგიისა და ქიმიის ფაკულტეტები, ენზიმოლოგიის საგანში სპეცკურსის ხელმძღვანელი.
1975-2004 წწ. საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, არაორგანული და ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგე.
2004-2005 წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ქიმიის კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი.
2006 -2013 წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, სრული პროფესორი.
2013 - დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი.
2013-2015 წწ. ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ამერიკული საზოგადოების (ASBMB) ნამდვილი წევრი.
სამეცნიერო შრომები
152 სამეცნიერო შრომა, მათ შორის, 9 სახელმძღვანელო, 4 მონოგრაფიული ხასიათის ენციკლოპედიური ლექსიკონი.
საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა:
რუსეთი - [(მოსკოვი - 1984, 2011, ლენინგრადი - 1975, 1979, პუშჩინო - 1970, კრასნოიარსკი - 1973, ბლაგოვეშენსკი - 1967)]; უკრაინა - [(იალტა - 1973, კიევი - 1986)]; ლატვია (რიგა - 1974); ესტონეთი (ტალინი - 1981); ყაზახეთი (ალმა–ატა 1981); უზბეკეთი (ტაშკენტი - 1970); გერმანია - 1977; იუგოსლავია - 1979; კანადა - 1979; ესპანეთი -1980; ინგლისი - 1981; საბერძნეთი - 1982; ბელგია - 1983; ჰოლანდია - 1985; საქართველო - თბილისი [2014 (1), 2015 (3), 2016 (2), 2017 (1), 2018 (1). ქუთაისი - 2017 (1), 2018 (1), 2019 (4), 2020 (3)].
ჯილდოები: 2002 - ღირსების ორდენი. მოწმობა №02430
2015 წ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრემია საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომებისათვის: „ბიოქიმიის საფუძვლები“ და "ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ენციკლოპედიური ლექსიკონი".
2017 წ. სსმმ აკადემიის პრიზიდენტის ბრძანებით მიენიჭა ექსპერტის წოდება ბიოქიმიის დარგში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 599-94-15-41; 591-00-75-00
ელ-ფოსტა:
guram.tkemaladze@gtu.ge
guram.tkemaladze@yahoo.com