მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

MICROSOFT AZURE ლიცენზირებული პროგრამები სტუდენტებისთვის

MICROSOFT AZURE ლიცენზირებული პროგრამები სტუდენტებისთვის

Microsoft Azure უფასო ლიცენზირებულ პროგრამებზე წვდომისათვის საჭიროა გაიაროთ ვერიფიკაციის პროცესი მოცემული ლინკით. ვერიფიკაციის გასავლელად საჭიროა გქონდეთ შექმნილი Microsoft-ის ექაუნთი ჩვენს მიერ გაცემული საუნივერსიტეტო ფოსტით. ვერიფიკაციისთვის საჭიროა გაიაროთ ავტორიზაცია

ამისათვის შეგყავთ სტუ-ს ელ.ფოსტის სახელი და შესაბამისი პაროლი, ხოლო თუ არ გაგაჩნიათ Microsoft-ის ექაუნთი მაშინ დააჭირეთ Create one!-ღილაკს და გაიარეთ რეგისტრაცია (სტუ-ს ელ.ფოსტის გამოყენებით)

პირველ გვერდზე შეიყვანეთ თქვენი ელ.ფოსტის სახელი და დააჭირეთ ღილაკს Next

შეიყვანეთ სასურველი პაროლი და დააჭირეთ ღილაკს Next

ამ საფეხურის შემდეგ გამოვა ფანჯარა რომელიც მოგთხოვთ ოთხ ციფრიანი კოდის შეყვანას რომელიც გამოიგზავნა თქვენს მიერ შეყვანილ ელ.ფოსტაზე. გამოგზავნილმა კოდმა შეიძლება დაიგვიანოს ამიტომ დაელოდეთ რამოდენიმე წუთი, ასევე შეგიძლიათ შეამოწმოთ სპამ ფოლდერი.

შეიყვანეთ კოდი. თუ გნებავთ Microsoft-სგან ინფორმაციის,რჩევების და პროდუქტების შესახებ შეთავაზებები მიიღოთ ელ.ფოსტაზე მაშინ მონიშნეთ წითლად შემოხაზული ღილაკი და შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Next

შემდეგ ფანჯარაში შეგყავთ სურათზე მოცემული სიმბოლოები და შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Next

ახალ ფანჯარაში Country code ჩამოსასლელში აირჩიეთ Georgia (+995) ხოლო მეორე გრაფაში (Phone number) შეიყვანეთ თქვენ მობ. ნომერი და შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Text me

ღილაკის დაჭერის შემდეგ რამოდენიმე წუთში მობილურ ტელეფონზე მოგივათ შეტყობინება კოდით, რომელიც უნდა შეიყვანოთ Verification code-ის ქვემოთ მდებარე ველში და შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Verify code. თუ შეტყობინება არ მოგივიდათ მაშინ დააჭირეთ ღილაკს I did not receive a code და იგი ახლიდან გამოიგზავნება.

ახალ ფანჯარაში, ვერიფიკაციისთვის ორივე ველში შეიყვანეთ თქვენი სტუ-ს ელ.ფოსტა და დააჭირეთ ღილაკს Next

მოცემულ ფანჯარაში მხოლოდ პირველი პუნქტია სავალდებულო მოსანიშნი, ქვემოთ ორი რეკლამებისთვის და რჩევებისთვის არის განკუთვნილი. მონიშნეთ მოსანიშნები და დააჭირეთ ღილაკს: Verify academic status and accept terms

ამის შემდეგ თქვენს ელ.ფოსტაზე გამოიგზავნება წერილი (დაელოდეთ 2-3 წუთი ან შეამოწმეთ სპამის ფოლდერი) რომელშიც იქნება ლინკი Navigate to-ს მარჯვნივ:

დააჭირეთ მას რეგისტრაციის გასაგრძელებლად. გამოვა ახალი ფანჯარა

წინა ფანჯრის მსგავსად აქაც მხოლოდ პირველი პუნქტია სავალდებული მოსანიშნი. დანარჩენი ორი რეკლამებისთვის და რჩევებისთვისაა განკუთვნილი. მონიშნეთ მოსანიშნები და დააჭირეთ ღილაკს: Accept terms

ამით რეგისტრაცია წარმატებით დასრულებულია.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ავტომატურად გადამისამართდებით Microsoft Azure-ის მთავარ გვერდზე. უფასო პროგრამების სიის სანახავად დააჭირეთ მონიშნულ ღილაკს.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ MICROSOFT AZURE-ით სარგებლობის ინსტრუქცია:
საიტის მისამართი: https://portal.azure.com
საიტზე შესვლის შემდეგ ვაჭერთ მითითებულ ღილაკს რომლის მეშვეობითაც გადავალთ პროგრამების გვერდზე:

უფასო პროგრამების სრული სიის სანახავად დააჭირეთ მონიშნულ ღილაკს:

0322 77 11 11