მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

  • რა არის საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი) ?
    • საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი) არის უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის მისაღებად აუცილებელი სასწავლო კურსების/მოდულების ერთობლიობა, რომელშიც მოცემულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, სასწავლო კურსები/მოდულები შესაბამისი კრედიტებით სტუდენტთა შეფასების სისტემა და სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებები.

  • რა არის მოდული?
    • მოდული სწავლების დამოუკიდებელი თანამიმდევრული ბლოკია, რომელიც აერთიანებს მონათესავე საგნებს. მოდულში განსაზღვრულია საგანთა ურთიერთკავშირები და თანამიმდევრობა. რამდენიმე მოდული შეადგენს სასწავლო გეგმას.

  • რა არის კრედიტი?
    • კრედიტი არის ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტისთვის საჭირო სასწავლო დატვირთვას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთი კრედიტი (ECTS) უტოლდება სტუდენტის სასწავლო საქმიანობას (სტუდენტის დატვირთვას) 25 საათის განმავლობაში და მოიცავს როგორც საკონტაქტო, ისე დამოუკიდებელ საათებს.

  • რა არის ECTS?
    • ECTS არის ევროპული კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების სისტემა.

  • რა არის ავტორიზაცია?
    • ავტორიზაცია არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

  • რა არის აკრედიტაცია ?
    • აკრედიტაცია არის აკარედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია, განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა, რომელთანაც დაკავშირებულია სახელმწიფო დაფინანსების მიღება, ასევე კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება.

  • ვინ არის სტუდენტი?
    • სტუდენტი არის პირი, რომელიც კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დასწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გასავლელად.

  • რა არის მობილობა?
    • მობილობა არის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილება სწავლის, სწავლების და კვლევის პროცესებში მონაწილეობის მისაღებად როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით, რასაც თან სდევს კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღებული განათლების და კრედიტების აღიარება.

  • რა არის აკადემიური უმაღლესი განათლება?
    • აკადემიური განათლება არის უმაღლესი განათლების კურსი, რომელიც შეიცავს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს.

  • რა არის ბაკალავრიატი?
    • ბაკალავრიატი არის აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალობის საფუძვლების სწავლებას, რაც აუცილებელია პირის მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისთვის და მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისთვის.

  • ვინ არის ბაკალავრი?
    • ბაკალავრი არის მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელშიც პირს აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი საფეხურისთვის - ბაკალავრიატისთვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება.

  • რა არის მაგისტრატურა?
    • მაგისტრატურა აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც მოიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და მიზნად ისახავს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის ან მკვლევარის მომზადებას, აგრეთვე პირს ამზადებს მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისთვის.

  • ვინ არის მაგისტრი?
    • მაგისტრი არის მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურისთვის - მაგისტრატურისთვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება.

  • რა არის დოქტორანტურა?
    • დოქტორანტურა არის აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.

  • ვინ არის დოქტორი?
    • დოქტორი არის მფობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს დოქტორანტურისათვის გათვალისწინებული კომპონენტების შესრულებისა და დისერტაციის დაცვის შედეგად ენიჭება.

  • რა არის დისერტაცია?
    • დისერტაცია არის სამეცნიერო ნაშრომი, რომელსაც დოქტორანტი იცავს დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

  • რა არის მოდული?
  • რა არის კვალიფიკაცია?
    • კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით.

  • რა არის აკადემიური ხარისხი?
    • აკადემიური ხარისხი არის კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულება ან მართმადიდებელი საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

  • რა არის დიპლომი?
    • დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

  • რა არის დიპლომის დანართი?
    • დიპლომის დანართი არის დოკუმენტი, რომელსაც დიპლომთან ერთად გასცემს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტის მიერ მიღებული განათლების შინაარსის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დასადასტურებლად.

  • რა არის უნივერსიტეტი?
    • უნივერსიტეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დასწესებულებაა, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს.

  • რა არის აკადემიური საბჭო?
    • აკადემიური საბჭო საჯარო სამართლის იურიდიული პირის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა.

  • რა არის წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) ?
    • წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი ორგანოა.

  • რა არის სადისერტაციო საბჭო?
    • სადისერტაციო საბჭო დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანოა. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სადისერტაციო საბჭო შეიძლება არსებობდეს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან უნივერსიტეტში.

  • ვინ არის რექტორი?
    • რექტორი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელია; საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში - აგრეთვე აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.

  • ვინ არის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი)?
    • ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) არის ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის სფეროში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

  • ვინ არის პროფესორი?
    • პროფესორი უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირია, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას.

  • ვინ არის ასოცირებული პროფესორი?
    • ასოცირებული პროფესორი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, იგი მონაწილეობს სასწავლო პროცესში და ხელმძღვანელობს სტუდენტებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას.

  • ვინ არის ასისტენტ-პროფესორი?
    • ასისტენტ-პროფესორი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესში.

  • ვინ არის ასისტენტი?
    • ასისტენტი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც ძირითადად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით.

  • რა არის უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო?
    • უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო არის ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შემადგენელი დოკუმენტი, რომელშიც სისტემატიზებულია საქართველოში არსებული უმაღლესი განათლების ყველა კვალიფიკაცია.

  • რას არის ხარისხის უზრუნველყოფა?
    • ხარისხის უზრუნველყოფა შიდა და გარე შეფასების პროცედურებია, რომელთა განხორციელება ხელს უწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

  • როდის სად უნდა გავიაროთ რეგისტრაცია?
    • სტუდენტი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებამდე არანაკლებ ორი კვირით ადრე დეკანატში გაიაროს ადმინისტრაციული (საფინანსო ხელშეკრულება/ან სწავლების საფასურის გადახდა) და აკადემიური (სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება) რეგისტრაცია

  • სად და როგორ ვიხდით სწავლის საფასურს?
    • სწავლის საფასურს იხდით თიბისი ბანკის ფილიალებში, რეკვიზიტები მითითებულია საფინანსო ხელშეკრულებაში (შეგიძლიათ აიღოთ ბუღალტერიაშიც, აგრეთვე ნახოთ სტუ-ს ვებგვერდზე).

  • რა არის ფორმა 26 და სად არის შესაძლებელი მისი აღება?
    • ფორმა 26 არის სამხედრო განყოფილებაში წარსადგენი ცნობა, რომლის გაცემა შესაძლებელია სტუ-ს ადმინისტრაციულ კორპუსში, სამხედრო-სამობილიზაციო განყოფილებაში

  • რამდენია საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობა?
    • საბაკალვრო პროგრამის ხანგრძლივობაა ოთხი წელი.

  • რამდენი კრედიტია საჭირო ბაკალავრის ხარისხის მისაღებად?
    • ბაკალავრის ხარისხის მისაღებად საჭიროა 240 კრედიტის დაგროვება.

  • რა კვალიფიკაცია ენიჭება სტუდენტს ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ?
    • ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ სტუდენტს ენიჭება ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (ბაკალავრი).

  • რამდენი გამოცდა (ტესტირება) ტარდება სემესტრის განმავლობაში?
    • სემესტრის განმავლობაში ტარდება ერთი შუასემესტრული გამოცდა (ტესტირება) და ერთი დასკვნითი გამოცდა.

  • რამდენია სტუდენტის სწავლის შედეგის შეფასების მაქსიმალური ქულა?
    • სტუდენტის სწავლის შედეგის შეფასების მაქსიმალური ქულაა 100.

  • რამდენია მინიმალური დადებითი შეფასება?
    • მინიმალური დადებითი შეფასებაა 51 ქულა.

  • როგორ მოვიქცე თუ დამატებით (ხელახლა) მაქვს გასავლელი სასწავლო კურსები?
    • თუ სტუდენტს დამატებით (ხელახლა) აქვს გასავლელი სასწავლო კურსები, მან სასწავლო და საფინანსო ხელშეკრულების გაფორმების წინ დეკანატში უნდა მიიღოს კონსულტაცია.

  • რაქვს თუ არა სტუდენტს უფლება დაიმატოს სემესტრი?
    • სტუდენტს აქვს უფლება დაიმატოს სემესტრი: ბაკალავრიატში – არაუმეტეს 4 სემესტრისა, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში – არაუმეტეს 2 სემესტრისა.

  • როგორ ხდება მაგისტრატურაში ჩარიცხვა?
    • მაგისტრატურაში ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუ-ს მიერ ორგანიზებული სასპეციალიზაციო გამოცდების ჩაბარების შედეგად. მაგისტრატურაში ჩარიცხვის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

  • როდის და სად ტარდება მაგისტრატურის სასპეციალიზაციო გამოცდა?
    • მაგისტრატურის სასპეციალიზაციო გამოცდა ტარდება უნივერსიტეტში, რექტორის ბრძანებით დადგენილ დროს და ადგილზე.

  • ვის აქვს დოქტორანტურაში ჩარიცხვის და სწავლის უფლება?
    • დოქტორანტურაში ჩარიცხვის და სწავლის უფლება აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

  • როდის და როგორ ხდება დოქტორანტურაში მიღება?
    • დოქტორანტურაში მიღება ხორციელდება უნივერსიტეტის ფარგლებში, რექტორის ბრძანებით დადგენილ დროს და ადგილზე.

  • რა პერიოდულობით ხორციელდება მობილობა და როგორ ვისარგებლო მობილობით?
    • მობილობა ხორციელდება სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ. გარე მობილობის შემთხვევაში საჭიროა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის პორტალზე რეგისტრაციის გავლა და შემდგომ სტუ-ში დოკუმენტაციის წარმოდგენა. შიდა მობილობას ახორციელებს სტუ-ს სწავლების დეპარტამენტი ფაკულტეტების დეკანატების მონაწილეობით.

  • რა პერიოდულობით ხორციელდება შიგა მობილობა და როგორ ვისარგებლო მობილობით?
    • შიგა მობილობა ხორციელდება სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ. შიდა მობილობის ადმინისტრირებას ახორციელებს სტუ-ს სწავლების დეპარტამენტი ფაკულტეტების დეკანატების მონაწილეობით.

  • რა არის სტუდენტის სტატუსის შეჩერება?
    • სტუდენტის სტატუსის შეჩერებად განიხილება სტუ–სა და სტუდენტის უფლება-მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე.

  • როგორ ხდება სტუდენტის სტატუსის აღდგენა?
    • სტუდენტის სტატუსის აღდგენა ხდება სწავლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, სტატუსშეჩერებული სტუდენტის მიერ დეკანის ხელმოწერილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.

  • ვის მივმართო გაცვლითი პროგრამის თაობაზე?
    • გაცვლითი პროგრამების თაობაზე უნდა მიმართოთ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების და სტანდარტების სამსახურს (ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული).

  • სად ხდება დიპლომისა და მისი დანართის აღება?
    • დიპლომის და მისი დანართის მიღება შესაძლებელია სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის მე-2 სართულზე, დიპლომების დეპარტამენტში.

  • როდის არის არდადეგები სტუ-ში?
    • არდადეგების ვადები განისაზღვრება რექტორის ბრძანებით სასწავლო სემესტრის განრიგის შესახებ.

0322 77 11 11