მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუდენტური დაზღვევა

სტუდენტური დაზღვევა

სტუდენტური დაზღვევა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც ემსახურება სტუდენტს.

ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამითსტუდენტიგანისაზღვრება, როგორც

საქართველოს მოქალაქე, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად; ასევე საქართველოს მოქალაქე პროფესიული სტუდენტი, რომელიც სწავლობს „პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 და მე-5 საფეხურებზე და ის პირები, რომლებიც სწავლობენ პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით.

შესაბამისად, სტუდენტური დაზღვევა საქართველოს მოქალაქე ყველა სტუდენტზე ვრცელდება. მონაცემებს ჩარიცხული სტუდენტების შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნიფიცირებულად გადასცემს ჯანმრთლობისდაზღვევისსახელმწიფოპროგრამას.

ნებისმიერ სტუდენტსსაჭიროების მიხედვით, შეუძლია ისარგებლოს სტუდენტური დაზღვევით.

გარდა ამისა, სტუდენტს შეუძლია კლინიკა ტერიტორიული ნიშნით ან სასურველი ექიმებიდან გამომდინარე შეარჩიოს და სტუდენტური დაზღვევა შერჩეულ კლინიკაში გაააქტიუროს.
დაზღვევით სტუდენტს ეკუთვნის შემდეგი სახის უფასო სამედიცინო მომსახურებები:
ყველა სისტემის ექოსკოპია, ყველა სისტემის რენტგენოგრაფია-რენტგენოსკოპია, ყველა სპეციალისტის კონსულტაცია, ოჯახის ექიმის მომსახურება როგორც ადგილზე, ისე ბინაზე გამოძახებით, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, ლიპიდური ცვლა, კრეატინინი, ქოლესტერინი, გლუკოზა, ფარულ სისხლდენაზე განავლის ანალიზი, ელექტროკარდიოგრამა, გადაუდებელი 100% და გეგმიური ოპერაციები 80%.

სამედიცინო მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ

როგორ განისაზღვრება სადაზღვევო პერიოდი სტუდენტებისათვის? 

სტუდენტებისათვის სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრება სწავლის საფეხურების შესაბამისად:

  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 და მე-5 საფეხურებისა და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის – 36 თვე;
  • ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის  – 48 თვე;
  • მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის – 24 თვე;
  • ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის – 12 თვე.

 რა შემთხვევაში წყდება დაზღვევის მოქმედება?

  • სადაზღვევო პერიოდის დასრულებისას;
  • დაზღვეული პირის გარდაცვალებისას;
  • სტუდენტის მხრიდან დაზღვევაზე უარის თქმისას;
  • თუ სტუდენტი იმყოფება პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში;
  • თუ სტუდენტს შეუწყდა ან შეუჩერდა სტატუსი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სტატუსის შეჩერება დაკავშირებულია ორსულობასთან, მშობიარობასთან, ბავშვის მოვლასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, არაუმეტეს 1 კალენდარული წლისა.

 სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში გაგრძელდება თუ არა სტუდენტური დაზღვევა? 

სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში, სადაზღვევო პერიოდი გაგრძელდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუმცა ჯამურად, დაზღვევის მოქმედების ვადა ვერ იქნება სწავლის შესაბამისი საფეხურისათვის განსაზღვრულ სადაზღვევო პერიოდზე მეტი. 


0322 77 11 11