მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუდენტური ID და სამგზავრო ბარათები

სტუდენტური ID და სამგზავრო ბარათები

სად და როდის შეძლებთ სტუდენტური ID ბარათისა და სტუდენტური სამგზავრო ბარათის, იგივე STUDENT CARD-ის აღებას

ბარათის მეშვეობით სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა სახის ფასდაკლებით, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში ისე კერძო კომპანიებში. მაგალითად, ტრანსპორტით მგზავრობისას (ავტობუსი, რკინიგზა) ინტერნეტით და მობილური ტელეფონებით სარგებლობისას, ასევე კომპიუტერული ტექნიკის შეძენისას და კულტურულ და გასართობ (კინო, თეატრი, მუზეუმები, წიგნის მაღაზიები და სხვა) ცენტრებში. სტუდენტური ბარათი ასევე მოქმედებს კვების ობიექტებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებში და სხვადასხვა ტიპის სავაჭრო დაწესებულებებსა და კომპანიებში. 
   

1. როდიდან არის შესაძლებელი სტუდენტური ID ბარათის აღება?
როგორც კი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იუსტიციის სახლს მიაწოდებს სტუდენტის სტატუსის მქონე პირთა ერთიან სიას.

2. ვის შეუძლია მიიღოს სტუდენტური ID ბარათი?
სტუდენტური ID ბარათის მიღება შეუძლია აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს, რომელიც სწავლობს ავტორიზებულ უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე.

3. სად უნდა აიღოთ სტუდენტური ID ბარათი?
სტუდენტური ID ბარათის მისაღებად უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლს.

3. რა შემთხვევაში ვერ აიღებთ სტუდენტურ ID ბარათს?
თუ სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ან შეწყვეტილი გაქვთ.

4. სად უნდა აიღოთ სტუდენტური სამგზავრო ბარათი, იგივე STUDENT CARD?
საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში ან საქართველოს ბანკის ონლაინ გვერდის დახმარებით.

5. რა არის საჭირო იმისთვის რომ მიიღოთ STUDENT CARD-ი ბანკში?
როგორც წესი, ბარათის მისაღებად საჭიროა თქვენი პირადობის მოწმობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

6. როდიდან შეძლებთ STUDENT CARD-ის მიღებას?
როგორც კი ხელშეკრულების საფუძველზე ჩაირიცხებით უნივერსიტეტში და უნივერსიტეტი განახლებულ სტუდენტთა ბაზებს მიაწვდის საქართველოს ბანკს.

0322 77 11 11