საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად

05/29/2018

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო მიმდინარე წლის 29 მაისს აცხადებს ღია კონ­კურსს 5 წლის ვადით ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად

 

I. განცხადებების მიღებისა და კონკურსის ჩატარების ვადები 

1. კონკურსანტების განცხადებების მიღება იწარმოებს 2018 წლის 2-3 ივლისს 1000-დან 1700-მდე მისამართზე: თბილისი, მინდელის ქუჩა №10, მე-4 სართული, ოთახი #1, ტელ. 2319874, პასუხისმგებელი პირი ქეთევან კვირიკაშვილი. 

2. ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებელი კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 5 ივლისს. კონკურსის შედეგები სამეცნიერო საბჭოს მიერ გამოცხადდება 6 ივლისს და განთავსდება ინსტიტუტში თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე http://gtu.ge/msi/. კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით გან­ცხა­დე­ბე­ბი/სა­ჩივრები სამეცნიერო საბჭოში მიიღება 9 ივლისის ჩათვლით.

3. დირექტორის შერჩეულ კანდიდატურას ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო დასამატკიცებლად წარუდგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს.

II. საკონკურსო პირობები

1. კონკურსის ძირითადი პირობები:

ინსტიტუტის დირექტორად შეიძლება აირ­ჩეს პირი, რომელიც აკ­მა­ყოფილებს ინს­ტი­­ტუტის მთავარი მეც­ნი­ერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება) და რომ­ლის ასაკი 65 წელს არ აღე­მა­ტება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი შე­საძ­ლებ­­ლობა პირდაპირ არის გათ­ვალისწინებული უნივერსიტეტის წესდებით.

2. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნ­და წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი  და ხელმოწერილი კონკურსანტის განცხადება და ანკეტა (ფორ­მე­ბი იხილეთ ინსტიტუტის ვებგვერდზე http://gtu.ge/msi), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინ­­ფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწ­მო­ბა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ას­­ლი);

გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (სა­ბუ­­თები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;

დ) სამეცნიერო ნაშრომების ნუსხა დამოწმებული შე­სა­ბა­მი­სი ორგანიზაციის კომპე­ტენ­ტუ­რი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ვ) 2 ფოტოსურათი 3x4.

3. კონკურსის დამატებითი საკვალიფიკაციო პირობები განთავსდება ინსტიტუტის ვებგვერდზე http://gtu.ge/msi/.

 

III. კონკურსის ჩატარების წესი

1. კონკურსი ჩატარდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნი­ვერ­სიტეტის წესდებისა და ინსტიტუტის დებულების შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეც­ნო­ბა უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებგვერდებზე.

2. სამეცნიერო საბჭოს მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალი­ფი­კა­ცი­ისა და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან; სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქ­ტივობები, მიღწევები, კვალიფიკაცია, გამოცდილება და დამსახურება; კონკურსანტთან/კონკურსანტებთან ჩატარე­ბუ­ლი ინტერვიუს შედეგები (სა­მეც­ნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით).

3. კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში მოქ­მე­დი კანონმდებლობის თანახმად.


კონკურსისთვის საჭირო დოკუმენტაცია:


დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ



სიახლეებში დაბრუნება