მიმდინარე პროექტები გრანტები

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის
მართვის სისტემების ინსტიტუტის
2021-2023 წლების სამეცნიერო კვლევების პროგრამა:
რთული სისტემების იდენტიფიკაციის, ოპტიმიზაციის, მოდელირების, აგებისა და მართვის აქტუალური პრობლემების კვლევა
პროგრამა ხორციელდება „სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის პროგრამის (პროგრამული კოდი 32 05 04)“ ფარგლებში და მოიცავს 6 პროექტს:

  1. მართვის არაწრფივი სისტემების იდენტიფიკაცია და მოდელირება, რთული ფიზიკური და ეკონომიკური სისტემების მათემატიკური მოდელირებისა და ოპტიმიზაციის ამოცანათა კვლევა (მინდია სალუქვაძის სახელობის სისტემების იდენტიფიკაციისა და ოპტიმალური მართვის განყოფილება)
  2. ინფორმაციის გარდაქმნის მოწყობილობების და სისტემების დამუშავება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით (ინფორმაციის გარდაქმნის პრობლემების განყოფილება)
  3. დიალოგური სისტემების ქართულენოვანი ინტერფეისი (ენობრივი მოდელირების განყოფილება)
  4. სამკურნალო დიაგნოსტიკური მხარდამჭერი სისტემის შექმნა იშვიათი დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ამოცანის გადასაწყვეტად (ვლ. ჭავჭანიძის სახ. მანქანური ინტელექტის პრობლემების განყოფილება)
  5. ელექტროენერგეტიკისა და ენერგოდანადგარების ზოგიერთი პრობლემის გამოკვლევა  (ვ. გომელაურის სახელობის ენერგოსისტემის სტრუქტურისა და ენერგოდანადგარების  ოპტიმიზაციის განყოფილება) 

ინსტიტუტში მიმდინარე გრანტები
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეციერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტები:

  1. ვერტიკალური მილის გარე ზედაპირზე ჩამომდინარე წყლის აპსკში თბოგაცემაზე ხელოვნური ხორკლიანობის გავლენის ექსპერიმენტული გამოკვლევა (2020-2023).
  2. ქართულ-ინგლისური გრამატიკული ლექსიკონის კომპაილერი (2022-2024)

2018-2020 წლების სამეცნიერო კვლევების პროგრამა:
ტექნიკური და ინტელექტუალური სისტემების იდენტიფიკაციის, მოდელირების, ოპტიმიზაციის, აგებისა და მართვის აქტუალური პრობლემების კვლევა
პროგრამა მოიცავს შემდეგ პროექტებს:

  1. რთული სისტემების იდენტიფიკაციის, მოდელირებისა და ოპტიმიზაციის ამოცანათა კვლევა (ოპტიმალური მართვის პრობლემების განყოფილება)
  2. ინფორმაციის გარდაქმნის მოწყობილობების დამუშავება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით (ინფორმაციის გარდაქმნის პრობლემების განყოფილება).
  3. სხვადასხვა სახის დინამიური ობიექტების მართვა, დიაგნოსტიკა და ამოცნობა საკუთარი ხმაურის რხევების გამოყენებით (მართვის სისტემებისა და მოდელირების განყოფილება).
  4. ქართული ენის კომბინატორული ონლაინ ლექსიკონის შემუშავება.  (ენობრივი და სამეტყველო სისტემების განყოფილება)
  5. სამედიცინო ინტელექტუალური მხარდამჭერი სისტემის შექმნა მონაცემთა ინტელექტუალური ანალიზის ტექნოლოგიების საფუძველზე. (ვლ. ჭავჭანიძის სახელობის მანქანური ინტელექტის პრობლემების განყოფილება).
  6. საქართველოს ენერგეტიკის ზოგიერთი აქტუალური პრობლემის გამოკვლევა. (. გომელაურის სახ. ენერგეტიკის პრობლემების განყოფილება)

2015-2017 წლების სამეცნიერო კვლევების პროგრამა:
მართვის თეორია, ტექნიკური სისტემებისა და მოწყობილობების იდენტიფიკაცია, ოპტიმიზაცია და აგება, ინტელექტუალური პროცესების მოდელირება.
პროგრამა მოიცავს შემდეგ პროექტებს:

  1. მართვის სისტემების იდენტიფიკაციისა და ვექტორული ოპტიმიზაციის პრობლემური ამოცანების კვლევა თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზაზე.
  2. ინფორმაციის გარდაქმნის მოწყობილობების დამუშავება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
  3. ჰესების სიხშირის რეგულატორების მართვის მოწყობილობის საცდელი ნიმუშის  აგება და გამოცდა; მოძრავი მექანიზმების ხმაურის რხევების გამოყენების პრობლემის კვლევა მართვასა და დიაგნოსტიკაში.
  4. ქართული წინადადების კომპიუტერული ანალიზი ინტერაქტიულ რეჟიმში.
  5. სხვადასხვა დაავადებათა დიაგნოსტირების, პროგნოზირებისა და მკურნალობის შერჩევის ამოცანათა გადასაწყვეტად განკუთვნილი ინტელექტუალური სისტემის შექმნა.
  6. საქართველოს ელექტროსადგურების სტრუქტურის ოპტიმიზაციისა და ენერგეტიკული დანადგარების ეფექტურობის ამაღლების პრობლემების კვლევა.  

2010-2014 წლების სამეცნიერო კვლევების პროგრამა
პროგრამა მოიცავს შემდეგ პროექტებს:
მართვის პროცესები 

  1. სამპოზიციერი დინამიური ობიექტის უკონტაქტო ადაპტური მართვის მიკროპროცესორული სისტემის დამუშავება და გამოკვლევა (2012-2014). 
  2. მიკროკლიმატის ადაპტური მართვის კომბინირებული სისტემის დამუშავება დიდი მოცულობის სათავსოებისათვის (2010-2012).
  3. ოპტიმიზაციის ზოგადი ამოცანებისა და რიცხვითი დიალოგიური მეთოდების დამუშავება (2010-2012). 
  4. ავტომატური მართვის ზოგიერთი ობიექტისათვის მართვის ალგორითმების შერჩევა და პროექტირება; დაცვა ავარიული რეჟიმებისაგან  (2011--2013).  

ინფორმატიკა 

  1. მანქანური ინტელექტის მეთოდების გამოყენებით რეგიონალური და გლობალური ეკოსისტემების მდგრადობის შესანარჩუნებლად ობიექტების მდგომარეობის შესწავლა, დიაგნოსტირება და რეკომენდაციების შემუშვება (2010-2012). 
  2. ქართული ენის სინონიმების კომპიუტერული მოდელის შექმნა (2010-2012).
  3. სმენისა და მეტყველების ბიომეტრიული ნიშნების ურთიერთკავშირის კვლევა (2012-2014) . 

ენერგეტიკის პრობლემები

  1. თბოგადამცემი ეფექტურობის ამაღლების პრობლემების გამოკვლევა (2010-2012)
  2. მეტალურგიული ნედლეულის თავისებების შესასწავლი დანადგარისთვის გაზომვების მართვის ავტომატიზებული მოწყობილობის დამუშავება.
    (01.01.2012 - 31.12.2012).