შრომათა კრებულების შესახებ
შრომათა კრებულის შესახებ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული ყოველწლიური რეცენზირებადი და რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალია.
შრომები ეხება ინსტიტუტის სამ მთავარ მიმართულებას: მართვის თეორიას, მართვის სისტემების დამუშავებას, მათ შორის მართვის პროცესებს ენერგეტიკულ სისტემებში, და ინფორმატიკას. სტატიის წარდგენისას, ავტორმა უნდა მიუთითოს აღნიშნული მიმართულებებიდან ერთ-ერთი, რომელსაც ესადაგება ნაშრომი.
კრებულში ძირითადად იბეჭდება მართვის სისტემების ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ ჩატარებული სამეცნიერო კვლევების შედეგები. ასევე გარედან შემოსული სხვა ავტორთა ნაშრომები. სტატიების წარდგენა შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
კრებულის დაბეჭდვა ფინანსდება „სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის“ პროგრამის (32 05 04) ფარგლებში. ინსტიტუტის თანამშრომლებისთვის სტატიის გამოქვეყნება უფასოა.
წარმოდგენილი სტატიები გადის შიდა რეცენზირებას. გამონაკლის შემთხვევაში, რედკოლეგიის გადაწყვეტილებით, იგზავნება სარეცენზიოდ შესაბამის სპეციალისტთან.
სტატია უნდა იყოს ინფორმაციული, აქტუალური და თანამედროვე. მასში მოცემული უნდა იყოს სამეცნიერო კვლევის ჩატარების მეთოდები, კვლევის შედეგები და შედეგების გამოყენების არეალი. ავტორები პასუხისმგებლები არიან სტატიის შინაარსზე.
კრებული გამოიცემა ნაბეჭდი სახით. ელექტრონული ვერსია განთავსებულია არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის ვებგვერდზე http://gtu.ge/msi/Menu/Publications/Years/ და ხელმისაწვდომია დაინტერესებულ პირთათვის.
ჟურნალს მინიჭებული აქვს საერთაშორისო ინდექსი, სერიულ გამოცემათა საერთაშორისო ნომერი ISSN 0135-0765.
ჟურნალი რეფერირებადია; ინდექსირებულია საქართველოს სამეცნიერო პუბლიკაციების მონაცემთა ბაზაში www.techinformi.ge
შრომათა კრებული შეტანილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს მიერ დამტკიცებულ ჟურნალთა ნუსხაში.
კრებული იბეჭდება ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით; იგზავნება ქვეყნის სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებებსა და ბიბლიოთეკებში.
შრომათა კრებულის მთავარი რედაქტორი
პროფ. ნ. ყავლაშვილი
სარედაქციო კოლეგია:
ტ.მ.დ. თ. მაგრაქველიძე (მთ. რედაქტორის მოადგილე), პროფ. ბ. შანშიაშვილი (მთ. რედაქტორის მოადგილე), ასოც. პროფ. ლ. ლორთქიფანიძე (მთ. რედაქტორის მოადგილე), მ. გეგეჭკორი (პასუხისმგებელი მდივანი), პროფესორი ა. ბარდაველიძე (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი), პროფ. ზ. გასიტაშვილი (საქარ-
თველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), დოქტორი თ. კუცია (იოჰანეს კეპლერის უნივერსიტეტი, სიმბოლური გამოთვლების კვლევითი ინსტიტუტი (RISC), ლინცი, ავსტრია), ასოც. პროფ.მ. მიქელაძე, აკად. ა. ფრანგიშ-ვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), ტ.მ.კ. დ.ფურცხვანიძე, ფ.მ.დ. გ. ჩიკოიძე,
პროფ. ზ. წვერაიძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), ნ. ჯავაშვილი
ავტორთა საყურადღებოდ!
სტატიისგაფორმებისწესი/შაბლონი