ღია კონკურსი

08/16/2008 ა) ოპტიმალური მართვის პრობლემების განყოფილების გამგე / მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ბ) მართვის სისტემების, მოდელირებისა და კომპიუტერული გრაფიკის განყოფილების გამგე / მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი გ) ენობრივი და სამეტყველო სისტემების განყოფილების გამგე / მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი დ) ინფორმაციის გარდაქმნის პრობლემების განყოფილების გამგე / მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ე) ვ. გომელაურის სახელობის ენერგეტიკის პრობლემების განყოფილების გამგე / მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ვ) მანქანური ინტელექტის პრობლემების განყოფილების გამგე / მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთოს: ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) კალენდარული ავტობიოგრაფია (CV); გ) დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისი აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი; დ) გამოქვეყნებული (მათ შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი; ე) ერთი სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს; ვ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განვითარების ხედვა (საკვლევი პრობლემები, მოსალოდნელი შედეგები, საჭირო რესურსები და ა.შ.); ზ) შესაბამისი დარგის 3 მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ განმცხადებელს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ფაქსი, ელ. ფოსტა, მისამართი) (სასურველია); თ) სამეცნიერო გრანტების ჩამონათვალი (სასურველია); ი) პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი (სასურველია); სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსანტის შერჩევისას შეიძლება გათვალისწინებული იქნეს შემდეგი კრიტერიუმები: ა) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში); ბ) პატენტები; გ) მონაწილეობა სამეცნიერო სიმპოზიუმებში, კონფერენციებში; დ) მონაწილეობა საგრანტო, მათ შორის, საერთაშორისო თემატიკაში; ე) სტრუქტურული ერთეულის განვითარების სტრატეგიული ხედვა; ვ) კვლევისათვის სახსრების მოძიებისა და კვლევითი სამუშაოების ორგანიზების გამოცდილება; სამეცნიერო საბჭოს დასკვნის საფუძველზე ინსტიტუტის დირექტორი კონკურსში გამარჯვებულს ნიშნავს შესაბამის თანამდებობაზე და აფორმებს მასთან შრომით ხელშეკრულებას 4 წლის ვადით. საბუთების მიღება იწარმოებს სსიპ არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტში, მისამართი: მინდელის ქ. #10, IV სართული. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 17 აგვისტო. კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2009 წლის 21 აგვისტოს. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: :ninojavashvili@yahoo.com,, პასუხისმგებელი პირი ნინო ჯავაშვილი ტელ: 319870

სიახლეებში დაბრუნება