აკადემიკოსი მინდია სალუქვაძე 90

04/26/2023

2023 წლის 26 აპრილს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების თაოსნობით გაიმართა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს მინდია სალუქვაძის დაბადების 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა.
სხდომას ესწრებოდნენ ბატონი მინდიას მეგობრები, კოლეგები, ოჯახის წევრები. საღამო გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. სიტყვით გამოვიდნენ აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე, სტუ - ს რექტორი პროფესორი დავით გურგენიძე, მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექტორი ნუგზარ ყავლაშვილი, მსი-ის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე თენგიზ მაგრაქველიძე, სსიპ რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი თამაზ ნატრიაშვილი, აკადემიკოსი ლია მელიქიშვილი. გამომსვლელებმა თბილი სიტყვებითა და დიდი სიყვარულით გაიხსენეს ბატონ მინდია სალუქვაძესთან გატარებული წლები და აღნიშნეს, რომ ფასდაუდებელია ბატონი მინდიას წვლილი მეცნიერების სფეროში. ნაჩვენები იყო ქალბატონ მ. სალუქვაძის მიერ შექმნილი ფილმი მინდია სალუქვაძის განვლილი ცხივრების შესახებ.
აკადემიკოს მინდია სალუქვაძის ხსოვნას პატივი მიაგეს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრებმა.


სიახლეებში დაბრუნება