ისრაელელი მეცნიერის ვიზიტი ინსტიტუტში

04/19/2023

პროფესორ ეზრა ზეჰების (Ezra Zeheb) სამუშაო ვიზიტი ინსტიტუტში

2023 წლის 19 აპრილს არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტს სტუმრად ეწვია ცნობილი მეცნიერი, ჰაიფას ტექნოლოგიური ინსტიტუტის (Technion) ემერიტუსი, ჰოლონის ტექნოლოგიების ინსტიტუტის (HIT) მეცნიერებათა დეკანი, პროფესორი ეზრა ზეჰები (Ezra Zeheb).

შეხვედრას ესწრებოდნენ აკად. მინდია სალუქვაძის სახელობის სისტემების იდენტიფიკაციისა და ოპტიმალური მართვის განყოფილების თანამშრომლები: ბესარიონ შანშიაშვილი, ვიქტორ ხუციშვილი, ნუგზარ დადიანი, დუდუხანა ცინცაძე და ქეთევან ომიაძე. შეხვედრის თემა იყო ავტომატური მართვის აქტუალური საკითხები, კერძოდ, ე.წ. წილადური სისტემების მართვის სტაბილიზაციის პრობლემები. დაისახა შესაძლო თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. შეხვედრის შემდეგ სტუმარმა ძველი თბილისის უბნები დაათვალიერა.


სიახლეებში დაბრუნება