ინსტიტუტის შრომათა კრებულში სტატიის გამოქვეყნების მსურველთა საყურადღებოდ!

06/16/2022

ინსტიტუტის შრომათა კრებულში სტატიის გამოქვეყნების მსურველთა საყურადღებოდ!

ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, იწყება სტატიების მიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებულში გამოსაქვეყნებლად. სტატიების გაგზავნა შესაძლებელია 15 ივლისამდე ინსტიტუტის მისამართზე: martsistem@gmail.com

ავტორებს ვთხოვთ წერილში აუცილებლად მიუთითონ ინსტიტუტის სამი მიმართულებიდან (მართვის თეორია, მართვის სისტემები და მოწყობილობები, ინფორმატიკა) რომელ მიმართულებას ეხება სტატია.

წელს კრებულში სიახლეა!

დღეიდან, ინსტიტუტის სამეცნიერო მიმართულებების შესაბამისად, სტატიის გამოქვეყნების შესაძლებლობა მიეცემათ სტუდენტებსაც სათანადო რეცენზირების გავლის შემდეგ.

P.S. სტატიის გაფორმების წესი იხ. ბმულზე

https://gtu.ge/msi/Files/Pdf/msi_statiis_gaformebis_wesi.pdf


სიახლეებში დაბრუნება