ღია კონკურსი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს 5 წლის ვადით, უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი ერთეულების ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობების (განყოფილების უფროსი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) დასაკავებლად:
- მართვის პროცესებისა და მოწყობილობების განყოფილება:
განყოფილების უფროსი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული - ინფორმატიკოსი, მართვის პროცესების სპეციალისტი, - ინფორმაციის გარდაქმნის პრობლემების განყოფილება:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული - ინფორმატიკოსი, ელექტრონული ტექნიკის ინჟინერი, - ინფორმაციის გარდაქმნის პრობლემების განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული - ინფორმატიკოსი, - ენობრივი მოდელირების განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული - ინფორმატიკოსი, პროგრამისტი.
მის: თბილისი, მინდელის ქ. №10, მე-4 სართული, ოთახი #1, ტელ.: 2 31 98 72
პასუხისმგებელი პირი - ნინო ჯავაშვილი
I. განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები
- განცხადებების მიღება იწარმოებს ზემოთ მითითებულ მისამართზე 2020 წლის 10 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე;
- კონკურსი ჩატარდება 2020 წლის 17-18 სექტემბერს. კონკურსის პირველადი შედეგები საკონკურსო კომისიის მიერ გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2020 წლის 18 სექტემბრისა თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე https://gtu.ge/msi/;
- კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2020 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით;
II. საკონკურსო პირობები
- კონკურსის ძირითადი პირობები:
ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომელის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; სამეცნიერო–კვლევითი მოღვაწეობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; გააჩნია განყოფილების თემატიკის შესაბამისი სამეცნიერო სპეციალობა; ბოლო 10 წლის მანძილზე გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 10 სამეცნიერო ნაშრომისა (მონოგრაფია ან/და სტატია სამეცნიერო ჟურნალში ან/და ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციის მასალებში), რომელთაგან 3 მაინც — საერთაშორისო მასშტაბით რეცენზირებად და რეფერირებად გამოცემაში ან/და საერთაშორისო კონფერენციათა მასალებში.
ბ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, - გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს ბოლო სამი წლის მანძილზე 1 სამეცნიერო ნაშრომი მაინც. - კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები იხ. ინსტიტუტის ვებგვერდზე https://gtu.ge/msi/), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);
ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით
დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
ვ) 2 ფოტოსურათი, 3X4.
I I I. კონკურსის ჩატარების წესი
- კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და შესაბამისი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიებში და უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
- საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.
- კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა.