სამეცნიერო სამუშაოების შედეგები

11/01/2019

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების  2018-2019 წლებში ჩატარებული

სამეცნიერო სამუშაოების შედეგები 

ა/წ 30 ოქტომბერს ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით წარმოდგენილი იყო  ფაკულტეტების და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების  2018-2019 წლებში ჩატარებული სამეცნიერო სამუშაოების შედეგები. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ა/წ 30 ოქტომბერს ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში წარმოდგენილი იყო  ფაკულტეტების და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების  2018-2019 წლებში ჩატარებული სამეცნიერო სამუშაოების შედეგები.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი და სენსორული ელექტრონიკისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრი.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების დეპარტამენტი ხელმძღვანელი დავით თავხელიძე.

არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტში მიმდინარე პროგრამის „ტექნიკური და ინტელექტუალური სისტემების იდენტიფიკაციის, მოდელირების, ოპტიმიზაციის, აგებისა და მართვის აქტუალური პრობლემების კვლევა“ (2018-2020) ფარგლებში 2018 და 2019 წელს განხორციელებული სამეცნიერო სამუშაოს შედეგების შესახებ ისაუბრა ინსტიტუტის  დირექტორმა ნუგზარ ყავლაშვილმა.

ინსტიტუტის სამეცნიერო განყოფილებების უფროსებმა და მეცნიერ-თანამშრომლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ინსტიტუტის პროგრამის პროექტები, რომლებიც ინსტიტუტში მუშავდება:

  1. მინდია სალუქვაძის სახელობის სისტემების იდენტიფიკაციისა და ოპტიმალური მართვის განყოფილებაში მუშავდება პროექტი – რთული სისტემების იდენტიფიკაციის, მოდელირებისა და ოპტიმიზაციის ამოცანათა კვლევა. პროექტის მიმდინარეობის შესახებ მოხსენება გააკეთეს ვლ. გაბისონიამ და ბ. შანშიაშვილმა;
  2. ინფორმაციის გარდაქმნის პრობლემების განყოფილებაში მიმდინარე თემატიკაზე – ინფორმაციის გარდაქმნის მოწყობილობების დამუშავება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით – ისაუბრა ლ. გვარამაძემ;
  3. მართვის სისტემებისა და მოდელირების განყოფილებიდან პროექტის – სხვადასხვა სახის დინამიური ობიექტების მართვა, დიაგნოსტიკა და ამოცნობა საკუთარი ხმაურის რხევების გამოყენებით – მიმდინარე შედეგებზე პრეზენტაცია გააკეთა ნ. მირიანაშვილმა.
  4. ენობრივი სისტემების განყოფილების პროექტზე – ქართული ენის კომბინატორული ონლაინ ლექსიკონის შემუშავება  პრეზენტაცია გააკეთა ლ. ლორთქიფანიძემ
  5. ვ. ჭავჭანიძის სახელობის მანქანური ინტელექტის პრობლემების განყოფილებაში მიმდინარე პროექტზე – სამედიცინო ინტელექტუალური მხარდამჭერი სისტემის შექმნა მონაცემთა ინტელექტუალური ანალიზის ტექნოლოგიების საფუძველზე – და მის შედეგებზე ისაუბრა მ. მიქელაძემ;
  6. ვ. გომელაურის სახელობის ენერგეტიკის პრობლემების განყოფილების პროექტი – საქართველოს ენერგეტიკის ზოგიერთი აქტუალური პრობლემის გამოკვლევა სხდომაზე წარმოადგინა თ. მაგრაქველიძემ.


სიახლეებში დაბრუნება