სტუ-ს აკადემიურ საბჭოსა და წარმომადგენლობით საბჭოში (სენატში) წარმომადგენლების არჩევნები.

05/29/2019

2019 წლის 27 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტში ჩატარდა სტუ-ს აკადემიურ საბჭოსა და წარმომადგენლობით საბჭოში (სენატში) წარმომადგენლების არჩევნები.

სტუ-ს აკადემიური საბჭოს წევრად არჩეულ იქნა ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ბესარიონ შანშიაშვილი.

წარმომადგენლობით საბჭოში (სენატში) წარმომადგენლებად არჩეულ იქნენ:

  1. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ანა ჩუტკერაშვილი,
  2. უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ნუგზარ დადიანი.


სიახლეებში დაბრუნება