ღია კონკურსი სამეცნიერო განყოფილებების უფროსის თანამდებობების დასაკავებლად

10/10/2018

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო განყოფილებების უფროსის თანამდებობების 5 წლის ვადით დასაკავებლად:

  • ოპტიმალური მართვის პრობლემების განყოფილების უფროსი - მთავარი მეცნიერ თანამშრომელი;
  • ინფორმაციის გარდაქმნის პრობლემების განყოფილების უფროსი - მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ;
  • მართვის სისტემების და მოდელირების განყოფილების უფროსი - მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ;
  • ენობრივი და სამეტყველო სისტემების განყოფილების უფროსი - მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ;
  • ვ. ჭავჭანიძის სახელობის მანქანური ინტელექტის პრობლემების განყოფილების უფროსი - მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ;
  • ვ. გომელაურის სახელობის ენერგეტიკის პრობლემების განყოფილების უფროსი - მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ;

კონკურსი ტარდება „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“, სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების, არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის დებულებისა და სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი შეიძლება გაეცნოს უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებგვერდებზე.

კონკურსის ჩატარების პირობები:

კონკურსანტები უნდა აკმაყოფილებდნენ პირობებს:

  1. ჰქონდეთ აკადემიური დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;

  2. სამეცნიერო–კვლევითი მოღვაწეობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

  3. გააჩნდეთ განყოფილების თემატიკის შესაბამისი სამეცნიერო სპეციალობა;

  4. ბოლო 10 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს არანაკლებ 10 სამეცნიერო ნაშრომისა (მონოგრაფია ან/და სტატია სამეცნიერო ჟურნალში ან/და ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციის მასალებში), რომელთაგან 3 მაინც — საერთაშორისო მასშტაბით რეცენზირებად და რეფერირებად გამოცემაში (Elsevier, Scopus, Web of Science და სხვა ბაზებში) ან/და საერთაშორისო კონფერენციათა მასალებში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინონ:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი კონკურსანტის განცხადება და კონკურსანტის ანკეტა (ფორ­მე­ბი იხილეთ ინსტიტუტის ვებგვერდზე http://gtu.ge/msi, აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინ­­ფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწ­მო­ბა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ას­­ლი);

გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (სა­ბუ­­თები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;

დ) სამეცნიერო ნაშრომების ნუსხა დამოწმებული შე­სა­ბა­მი­სი ორგანიზაციის კომპე­ტენ­ტუ­რი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ვ) მოკლე ჩანაწერი განყოფილების სტარტეგიული განვითარების გეგმის შესახებ;

ზ) 2 ფოტოსურათი 3x4.

განცხადების მიღების, კონკურსის ჩატარებისა და შედეგების გამოცხადების ვადები:

  1. განცხადებები მიიღება 2018 წლის 15-16 ოქტომბერს, მართვის სისტემების ინსტიტუტში (მისამართი: ქ. თბილისი, მინდელის N10, მე-4 სართული, ოთახი N1, პასუხისმგებელი პირი ქეთევან კვირიკაშვილი, ტელეფონი 2-31-98-74).

  2. კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 17 ოქტომბერს, მართვის სისტემების ინსტიტუტში        (მისამართი: ქ. თბილისი, მინდელის N10);

  3. შედეგები გამოცხადდება 17 ოქტომბერს და დაიდება ინსტიტუტის ვებგვერდზე.

კონკურსის შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.


სიახლეებში დაბრუნება