პროექტი PRINTeL - ინოვაციურ პედაგოგიკასთან დაკავშირებული ონლაინ ტრეინინგი

06/02/2021

29-03-2021

5-29 აპრილს, Erasmus+ პროგრამის PRINTeL პროექტის ფარგლებში, პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დამატებითი შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიგეგმა სწავლების ინოვაციურ მეთოდებთან დაკავშირებული მორიგი სერტიფიცირებული ტრეინინგკურსი

არსებული პანდემიის პირობებში ტრეინინგები Zoom პლატფორმის საშუალებით ონლაინრეჟიმში ჩატარდა.

ტრეინინგების მიზანია უნივერსიტეტში აკადემიური სწავლების ხარისხის გაზრდა; აკადემიური პერსონალის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფა; აკადემიური პერსონალის შესაძლებლობების ზრდა მათი ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლებისა და სწავლის, კომპეტენციებსა და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების განვითარებით; სწავლის შედეგების გაუმჯობესება.

PRINTeL პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ტრეინინგებში მონაწილეობა უფასოა.

10-20 მონაწილისგან დაკომპლექტებულ ჯგუფებს ტრეინინგები ქართულ ენაზე ჩატარდა. ტრენინგებში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა მიეცათ, აერჩიათ სასურველი კურსი. მათ მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე; კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა და კომპიუტერთან მუშაობის აცილებელი უნარ-ჩვევები. ტრენინგის მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ სმარტფონი/ლეპტოპი.

ტრენინგების წარმატებით დასრულების შემდგომ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

ინოვაციურ პედაგოგიკასთან დაკავშირებული ტრეინინგები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის ხელშეწყობით წარიმართება.

არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლებმა ტრენინგი გაიარეს - Video as a learning tool for remote emergency teachers

ტრენინგს გაუძღვა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნათია ქოჩლაძე
ტრენინგი მიმდინარეობდა სამი დღის განმავლობაში 23 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით ონლინ ზუუმ პლატფორმის მეშ

აღსანიშნავია, რომ პროექტი PRINTeL “ცვლილებები საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ხელის შეწყობა სტუდენტის სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” (“Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries”) წარმოადგენს Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტს (No 585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP) და მიზნად ისახავს ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უნივერსიტეტებში.

ასევე, პროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს კონსორციუმის წევრი ქვეყნების მონაწილეობით შეიქმნას ელექტრონული სწავლების პორტალი (პლატფორმა), რომელიც დაეხმარება უნივერსიტეტებს განავითარონ ინოვაციური სწავლების სხვადასხვა მოდელები და ფორმები.

პროექტში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სურვილი ექნება, აქტიურად ისარგებლოს პროექტის შედეგებით. დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლიათ მიმართონ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურს, რომელიც არის PRINTeL პროექტის ინსტიტუციონალური კოორდინატორი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

PRINTeL პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ PRINTeL პროექტის ოფიციალური ვებგვერდი და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ვებგვერდი.

 

დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ მიმაგრებულ ფაილებში:












 

სიახლეებში დაბრუნება