არქიტექტურული გეგმარების და ურბანისტიკის N 601 დეპარტამენტი




დეპარტამენტის მისია

დეპარტამენტის მთავარ და მნიშვნელოვან მისიას წარმოადგენს მაღალკვალი-ფიციური, მოთხოვნადი ახალგაზრდა არქიტექტურების აღზრდა და გამოშვება.

დეპარტამენტის მიზანი

სასწავლო პროცესის წარმართვა საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობაში. სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა საგნობრივი თემატიკით განმსაზღვრული სახელმძღვანელოებით, მეთოდური მითითებებით, საპროექტო მოცემულობებითა და საყრდენი ტოპომასალით, საკანონმდებლო, ნორმატიული და დამხმარე ლიტერატურით სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევით, სტუდენტურ და პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენციებში მონაწილეობის, შემოქმედებით არქიტექტურულ კონკურსებში, ვირკშოპებში მონაწილეობისათვის.

დეპარტამენტის ძირითადი სტრატეგია

დასახული მიზნები რეალიზებული იქნება სასწავლო პროცესის დაგეგმვის, კოორდინირების, მონიტორინგის სისტემების სრულყოფისა და აკადემიური პერსონალის მზაობისა და კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებული სტრატეგიების შემუშავების პირობებში.

დეპარტამენტის მთავარი ამოცანები

•           სასწავლო პროცესის ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/ მოდიფიცირება, ინტერნაციონალიზაციის პროცესის გათვალისწინებით;

•           სწავლებისა და სწავლის ხარისხის ამაღლება უახლოესი მეთოდო¬ლოგიების გამოყენებით, მათ შორის ელექტრონული და დისტანციური სწვლება;

•           სწავლების შედეგების, თანამედროვე შეფასების მეთოდების დანერგვა;

•           არქიტექტურის სხვადასხვა მიმართულების ევროპელი პროფესორების და ადგილობრივი ცნობილი სპეციალისტების მოწვევა ლექციების და ვორკშოპების ჩატარების მიზნით;

•           სტუდენტების ხელშეწყობა გაცვლით პროგრამებში  მონაწილეობისათვის;

•           გამოუმუშავოს სტუდენტებს ლიდერობის, მართვისა და კომუნიკაციის უნარები, რომელიც საჭიროა ფართო სპექტრის კარიერის განვითარებისა და უწყვეტი სწავლისთვის;

•           დამსაქმებელთა საბჭოს შექმნა და ერთობლივი მუშაობა პროგრამების განახლების მიზნით;

•           დეპარტამენტის კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დამყარება;

•           კომპიუტერული უზრუნველყოფის და აღჭურვილობის შექმნა;

•           სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებებისა და სამეცნიერო სტატიების პუბლიკაცია;

•           თანამშრომლების მონაწილეობის მიღება პრიორიტეტული მიმართუ¬ლებების სამეცნიერო-ტექნიკურ კვლევებსა და პროექტებში;

•           დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება.

თენგიზ მახარაშვილი

არქიტექტურული გეგმარებისა და ურბანისტიკის დეპარტამენტი -601   

პროფესორი, არქიტექტურის დოქტორი 

ტელ:    

ელ.ფოსტა:

t.makharashvili@gtu.ge