603 დეპარტამენტი

არქიტექტურის საფუძვლებისა და თეორიის N603 დეპარტამენტი

 


ვახტანგ ფირცხალავა

დეპარტამენტის მიზანია დეპარტამენტის მიზანია გააცნოს სტუდენტს არქიტექტურის არსი და დანიშნულება,  არქიტექტურული გეგმარების მეთოდიკის საფუძვლები, სივრცის ორგანიზაციის კომპოზიციური მეთოდები, ფორმათწარმოქმნის ძირითადი წესები და კანონები. მოამზადოს სტუდენტი მცირე მოცულობიდან რთული ობიექტის დაგეგმარებაზე გადასასვლელად.შეასწავლოს სტუდენტს პლასტიკური მოდელირების  საფუძვლები.

სტუდენტს მისცეს თეორიული        ცოდნა მსოფლიოს არქიტექტურის განვითარების, მხატვრულ სტილთა ევოლუციის თავისებურებებისა და მიმდინარეობების შესახებ.

სტუდენტს გაუღრმაოს ანალიტიკური განსჯის უნარი თანამედროვე არქქიტეტურის მიმართულებების, ტენდენციების, განვითარების თავისებურებების შესახებ.

სტუდენტს მისცეს პრაქტიკული და თეორიული ცოდნა შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ-კონსტრუქციული სისტემების, მათი მოწყობის ტექნოლოგიების, ტიპებისა და მასალების მიმართულებით.

სტუდენტმა მდგრადი არქიტექტურის მეცნიერულ საფუძვლებზე დაყრდნობით შეძლოს სხვადასხვა კლიმატურ რაიონში არქიტექტურულ-გეგმარებითი ხერხებით მაქსიმალურად გამოიყენოს ბუნებრივ-კლიმატური რესურსები.

გამოიმუშაოს პრაქტიკული პროექტირებისა და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმართვის უნარჩვევები.

   

არქიტექტურის საფუძვლებისა და თეორიის დეპარტამენტის უფროსი პროფესორი, არქიტექტურის დოქტორი

 

ტელ: 6773

ელ.ფოსტა:v.pirtskhalava@gtu.ge 

·