07 ივნ

ახალი წიგნები

2023 წლის მაისში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკამ მიიღო ახალი ლიტერატურა.
ყველა სიახლე

პრაქტიკული სემინარი

17-10-2014 პრაქტიკული სემინარი
„სამეცნიერო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა“

17 ოქტომბერს, სტუ-ს ცენტრალურ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა პრაქტიკული სემინარი „სამეცნიერო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა“, რომელიც სამეცნიერო გამომცემლობის ELSEVIER წარმომადგენლებმა ჩაატარეს.

კომპანია ELSEVIER  სამეცნიერო ჟურნალების ერთ-ერთი უდიდესი საგამომცემლო სახლია და მსოფლიოს წამყვან ოთხეულში შედის და აგრეთვე, არის ერთ-ერთი უმსხვილესი პროდიუსერი მკვლევრების მხარდამჭერი შესაბამისი საშუალებებისა და ისეთი მონაცემთა ბაზების, როგორიცაა www.sciencederict.com და www.scopus.com.

ELSEVIER უზრუნველყოფს სამეცნიერო სტატიებზე ხელმისაწვდომობას მსოფლიოს 180 ქვეყნის 4500 ორგანიზაციისა და უნივერსიტეტისთვის, მათ შორისაა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, უნივერსიტეტები, ბიბლიოთეკები, სამინისტროები და სხვადასხვა უწყებები და ასევე, კერძო კორპორაციები ევროპიდან, ამერიკიდან და აზიიდან. 30 მლნ-ზე მეტი მეცნიერი, სტუდენტი, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები აქვთ გამომცემლობის ინფორმაციაზე წვდომის საშუალება.

სემინარზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, რომლებიც უკავშირდება ზემოაღნიშნულ ელექტრონულ სამეცნიერო ბაზებს და ამ ბაზებთან მუშაობას, ასევე, სამეცნიერო ინფორმაციაზე დაშვებასთან დაკავშირებული საკითხები, ხოლო სემინარის დასასრულს კითხვა-პასუხის რეჟიმში დამსწრე საზოაგადოებას საშუალება ქონდა მისთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხი მიეღო.

 

სიახლეებში დაბრუნება