საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროპის მემკვიდრეობის დღეებისადმი მიძღვნილი ონლაინ სემინარი ჩატარდა

10/13/2020

2020 წლის 3 ოქტომბერს, 11.00 სთ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროპის მემკვიდრეობის დღეების თემატიკისადმი მიძღვნილი ონლაინ სემინარი ჩატარდა Webex პლატფორმის გამოყენებით.

სემინარზე ორი თემატური სესია გაიმართა და მოხსენებით წარდგნენ სტუ-ის ევროპეისტიკის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი  ინსტიტუტისა და სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისიტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები.

სემინარი ორ სესიად გაიმართა

პირველი სესია

1.      ევროპული ღირებულებების დამკვიდრება საქართველოში - მომხსენებელი: ვაჟა შუბითიძე;

2.      ერთიანი ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია - მომხსენებელი: ვაჟა შუბითიძე;

3.      ვატიკანის საიდუმლო მასალები - XIII – XIX საუკუნე - ზურაბ გამეზარდაშვილი;

მეორე სესია.

1.      კულტურული მარშრუტი - ალექსანდრე დუმას ნაკვალევზე - მომხსენებელი: ასოცირებული პროფესორი ნინო ჩაჩავა,

2.      გუსტავ ეიფელი - ხიდები საქართველოში - მომხსენებელი: არქიტექტურის დოქტორი თამარ ხოშტარია,

3.      „ევროპული ქალაქგეგმარებითი სტანდარტების გავლენა თბილისის ურბანული გარემოს ფორმირებაზე (ვაკის უბნის მაგალითზე) ქალაქგეგმარებაზე“ - სტუდენტური ვორქშოფის შედეგები; ჯგუფის ორგანიზატორი: ასოცირებული პროფესორი მარიკა ფოჩხუა, ჯგუფის მენტორი: დოქტორანტი ოთარ მჭედლიშვილი; ჯგუფის წევრები: ფაკულტეტის ბაკალავრები: გიორგი ხელაძე, ოთარ კუბლაშვილი, მირანდა გულბანი, ნიკა ადამია, მარიამ მეგრელიშვილი და თამარ კენჭოშვილი;

4.      პროექტი „ფლორენციული პალაცოები“ - ფილმი; მომხსენებელი პროფესორი ნინო იმნაძე

5.      პროექტი "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი" - ფილმი; მომხსენებელი პროფესორი ნინო იმნაძე

6.      ფოტო პროექტი - ევროპული სტილების გავლენა თბილისის არქიტექტურაზე. პროექტის ხელმძღვანელი: ნინო იმნაძე, მონაწილეები არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის პირველი კურსის მაგისტრანტები: მარიამ ღვინეფაძე და ანა ნაცვლიშვილი.

სემინარზე წარმოდგენილი მასალები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში.


ხიდები

ურბანული გარემოს ფორმირებაზე

გავლენის არქიტექტურული ვექტორები




 

სიახლეებში დაბრუნება