EASMUS+ Credit Mobility - საერთაშორისო მობილობა პედაგოგებისთვის

05/20/2018

EASMUS+ Credit Mobility - საერთაშორისო მობილობა პედაგოგებისთვის

2018 წლის 20 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით ლისაბონის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე (პორტუგალია) აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, სწავლების მიზნით იმყოფებოდნენ სტუ–ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი ნინო იმნაძე და ასოცირებული პროფესორი ნათია ქოჩლაძე. მათ წაიკითხეს ლექცია: „ტრანსფორმაცია არქიტექტურაში“ და „კლიმატის გავლენა ქართული საცხოვრებლის ინტერიერის ჩამოყალიბებაზე“. ლექციას ესწრებოდნენ ლისაბონის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის მაგისტრანტები და მათი პედაგოგეგბი: პროფესორები ანტონიო კასტებლანკა და პედრო როდრიგესი. გარდა ლექციისა საგანში: „არქიტექტურული პროექტირება“ ქართველმა პედაგოგეგბმა მონაწილეობა მიიღეს საკურსო პროექტების განხილვაში.

ასევე შედგა სამუშაო შეხვედრა ანტონიო კასტებლანკასა და ოქსანა ტურჩინინასთან. დაიგეგმა გარკვეული ღონისძიებები ორმაგი დიპლომის სადოქტორო პროგრამის „მდგრადი ურბანიზმი“ გაუმჯიბესებისთვის, აღნიშნული პროგრამა მომზადდა ლისაბონის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტთან ერთად. დაიგეგმა კიდევ ერთი პროექტი, რომელიც გულისხმობს სადოქტორო პროგრამის შექმნას არქიტექტურასა და ქალაქგეგმარებაში. აღნიშნული პროექტი დოქტორანტებს უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამაში.




 

სიახლეებში დაბრუნება