სტუ-ს სტუდენტთა 86-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნა

06/07/2018  სტუ-ს სტუდენტთა 86-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნა

07-06-2018 7 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში სტუ-ს სტუდენტთა 86-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნის ღონისძიება გაიმართა.

კონფერენცია გახსნეს სტუ-ს ვიცე-რექტორმა, პროფ. ლევან კლიმიაშვილმა და სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფ. ქეთი ქოქრაშვილმა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ფაკულტეტების დეკანებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.

სტუ-ს სტუდენტთა 86-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობს სტუ-ს და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლების საფეხურის 700-ზე მეტი სტუდენტი.

სტუ-ს სტუდენტთა 86-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ორგანიზებას უწევს სტუ-ს სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი და სტუდენტური თვითმმართველობა.

კონფერენციის მუშაობა 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

სექციების მუშაობის განრიგი.

http://gtu.ge/pdf/konf/stu-s_studentta_86_gia_saertashoriso_konferenciis_seqciebis_mushaobis_ganrigi.pdf

 

სიახლეებში დაბრუნება