2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრის საკურსო პროექტის ფარგლებში 65211 და გოგოების ჯგუფი ამუშავებს ბათუმის ცენტრის რეკონსტრუქციის პროექტს.

04/13/2018 2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრის საკურსო პროექტის ფარგლებში 65211 და გოგოების ჯგუფი ამუშავებს ბათუმის ცენტრის რეკონსტრუქციის პროექტს.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტთან და ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურთან თანამშრომლობით პირველ სტადიაზე დამუშავებულ იქნა წინასაპროექტო კვლევა, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად მოიცავს დოკუმენტურ და ფიზიკური გარემოს კვლევებსა და ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.
წინასაპროექტო კვლევის ფარგლებში 13-15 აპრილს განხორციელდა საველე სამუშაოები. 4 ჯგუფად განაწილებულ სტუ-ს სტუდენტებს შეუერთდნენ ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და ერთობლივი ძალებით განხორციელდა საპროექტო არეალში არსებული შენობა-ნაგებობების აღრიცხვა სართულიანობის, სიმაღლის, ფუნქციის, სტატუსისა და მდგრადობის მიხედვით. ვიზიტის ფარგლებში 14 აპრილს გაიმართა ვორქშოფი და პრეზენტაციები, რომელშიაც ახალგაზრდობასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს თბილისელმა და ბათუმელმა მოქმედმა არქიტექტორებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა და ოფიციოზის წარმომადგენლებმა.
სამ დღიანმა საველე სამუშაოებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საპროექტო ტერიტორიის პრობლემებისა და პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში, რაც აისახა პირველი შუალედური გამოცდის შედეგებზე.
საბოლოო საკურსო პროექტის ჩაბარებამდე დაგეგმილია კიდევ ერთი ვიზიტი ბათუმში, სადაც დასაზუსტებელ საუშაოებთან ერთად განხორციელდება გაწეული სამუშაოების პრეზენტაცია ადგილობრივ პროფესიულ წრეებში და მერიის წარმომადგენლებთან.

 

სიახლეებში დაბრუნება