სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია „არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“

05/13/2018 სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია „არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“

2018 წლის 13 მაისს საქართველოს პარლამენმნის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა პროფესორ გიორგი (გია) შაიშმელაშვილის ხსოვნას. კონფერენცია გაიხსნა დოკუმენტური ფილმის „მკვლევარი“ ჩვენებით, რომელიც მოგვითხრობს გიორგი (გია) შაიშმელაშვილის მიერ განვლილ შემოქმედებითი მოღვაწეობის გზას. ფილმი გადაიღო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარის დავით აბულაძის ინიციატივით რეჟისორ ბექა ავარსკიმ. ფილმის ჩვენების შემდგომ გია შაიშმელაშვილი მოიგონეს მისმა მეგობრებმა, კოლეგებმა. სიტყვით გამოვიდნენ დავით აბულაძე, გიორგი სალუქვაძე, ნიკოლოზ შავიშვილი, გოჩა მიქიაშვილი, გეგი შაიშმელაშვილი და სხვა. 
სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ეხებოდა არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის პრობლემებს. მასში მონაწილეობა მიიღეს ფაკულტეტის პროფესორ–მასწავლებლებმა, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლების და არქიტექტორთა კავშირის წარმომადგენლებმა. 
   
   


 

სიახლეებში დაბრუნება