ამერიკისმცოდნეობის მე-19 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

05/17/2018მერიკისმცოდნეობის მე-19 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

2018 წლის 17 მაისს, 11 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში, თსუ-ის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით ამერიკისმცოდნეობის მე-19 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია იხსნება, რომელიც საქართველოში ამერიკისმცოდნეობის დაარსების 20 წლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
კონფერენციაში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები და მკვლევრები მონაწილეობენ. კონფერენციის მოხსენებების თემატიკა ამერიკული ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მოიცავს. კონფერენციაზე იმუშავებს: ისტორიისა და პოლიტიკის, აშშ-საქართველოს ურთიერთობის, საგარეო პოლიტიკის, მკვიდრი ამერიკელების, ლიტერატურისა და ენის, კულტურის, სოციალური საკითხების და სამართლის, ლათინური ამერიკის, ფილოსოფიის, მედიის, მედიცინის, ეკონომიკის და არქიტექტურის სექციები.
მოეწყობა მრგვალი მაგიდა საქართველოში ამერიკისმცოდნეობის შემდგომი განვითარების პერსპექტივების შესახებ და ქართველ მეცნიერთა (ვ. კაჭარავა, ე. მეძმარიაშვილი) ამერიკული პრობლემატიკისთვის მიძღვნილი წიგნების პრეზენტაცია. კონფერენციაზე 130 მონაწილე წარადგენს თავის მოხსენებებს.
კონფერენცია სამდღიანია და 19 მაისს დასრულდება.
17 მაისს კონფერენციის გახსნას საქართველოში აკადემიური წრეების, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

სიახლეებში დაბრუნება