გამოფენა „არქიტექტურული კომპოზიცია“

04/12/2018 გამოფენა „არქიტექტურული კომპოზიცია

2018 წლის 12 აპრილს გალერეა „ვანდა“ გაიხსნება სტუ–ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტტა საკურსო ნამუშევრების გამოფენა. 
მისამართი: ქ. თბილისი, ჭონქაძის 14 გალერეა „ვანდა“



018 წლის 12 აპრილს გალერეა „ვანდაში“ მოეწყო სტუ–ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტების საკურსო ნამუშევრების გამოფენა – კონკურსი „არქიტექტურულ კომპოზიციაში“. „არქიტექტურული კომპოზიციის“ მიზანია სტუდენტს განუვითაროს ვიზუალურ–სივრცითი წარმოდგენის უნარი, რაც თავის მხვრივ, არქიტექტურული ობიექტის შექმნის საფუძველია.

გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 45 სტუდენტმა.  თითოეულ სტუდენტს წარმოდგენილი ჰქონდა ოთხი ნამუშევარი: შავ–თეთრი და ფერადი კომპოზიციები, ფორმალისტური ძიებები ორგანზომილებიან სიბრტყეში შექმნილი მარტივი გეომეტრიული ფიგურების წრის, კვადრატის, სამკუთხედის საშუალებით და სივრცული კომპოზიციები.   ამავე დღეს მოხდა გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება. ყველა მონაწილეს  გადაეცა სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი.

გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ სტუ–ს პროფესორები ვანდა მუჯირი, თამარ ჭანტურია და მარინა მაისურაძე.

  
  
  

 

სიახლეებში დაბრუნება