სტუდენტური კონკურსი: „საუკეთესო ინტერიერის პროექტი“

03/29/2018 ტუდენტური კონკურსი: „საუკეთესო ინტერიერის პროექტი“

2018 წლის 29 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის ფოიეში მოეწყო სტუდენტთა დაჯილდოება. ინტერიერის და დიზაინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თინათინ ჩიგოგიძის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა კონკურსი: „საუკეთესო ინტერიერის პროექტი“. კონკურსის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები II კურსის ბაკალავრები: გიორგი ჩაბალუხა, ელენე ბერძენიშვილი, ნუცა კიკნაველიძე, ჰაროლდ სააკიანი, თეო გეგეშიძე, დაჩი მთიულიშვილი.

სტუდენტებს საზეიმო ვითარებაში გადეცათ სიგელები.

 
 

 

სიახლეებში დაბრუნება