შეხვედრა არქიტექტორ გიორგი ბაგრატიონთან 2018წლის 4 აპრილს.

04/04/2018 2018 წლის 4 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე შედგა შხვედრა არქიტექტორ გიორგი ბაგრატიონთან. შეხვედრის მიზანი იყო მაგისტრანტების ჩართვა სამეცნიერო–პრაქტიკულ სამუშაოში. კერძოდ: „თბილისის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის ხუროთმოძღვრული ძეგლების ინტერაქტიული, ისტორიულ–გეოგრაფიული რუქის და საცნობარო–საილუსტრაციო მონაცემთა ბანკის შექმნა“. მსგავსი პროექტი შესრულდა „სამხრეთ კავკასიის ისტორიული ძეგლებზე“ რომლიც გულისხმობს საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონების საინგილოს, ლორეს, ფოცხოვის, ერუშეთის, კოლას, არტაანის, ჩილდირის, შავშეთის, კლარჯეთისა, ტაოს და ა.შ. ქრისტიანული ხუროთმოძღვრების 102 (ას ორ) ძეგლების კვლევას.  სწორედ ამ კვლევის ირგვლივ ისაუბრა გიორგი ბაგრატიონმა. დაწვრეილებითი ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ შეგიძლიოთ ნახოთ ბმულზე: http://maps.nekeri.net/caucasia/ka/.

პროექტმა მაგისტრანტებში დიდი ინტერესი გამოიწვია, მათ გამოთქვეს სურვილი პროექტში ჩართულობაზე.



 

სიახლეებში დაბრუნება