.შეხვედრა დამსაქმებელ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებთან

02/24/2018

.შეხვედრა დამსაქმებელ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებთან

2018 წლის 24 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე შედგა შეხვედრა დამსაქმებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე მთავარ საკითხად განხილული იქნა ის გამოწვევბი, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით დგას არქიტექტურის სფეროში, როგორც სასწავლო ისე პრაქტიკაში მოღვაწეობის კუთხით. 
შეხვედრას ესწრებოდნენ მოწვეული ექსპერტები (დამსაქმელები): გიორგი აბულაძე (სტუდია 21), გიორგი გოცირიძე (გეოგრაფიკი), ირაკლი შარაშიძე (დეფანსი), გიორგი სულაბერიძე (არტ–სტუდიო), ლადო აბრამიშვილი (დემარკი). ფაკულტეტის მხრიდან დეკანი ნინო იმნაძე, ხარისხის სამსახურის უფროსი ნინო ხაბეიშვილი, ურბნისტიკის მიმართულების წამყვანი პროფესორი გიორგი სალუქვაძე, სამაგისტრო პროგრამა „არქიტექტურა“ ხელმძღვანელი პროფესორი ლევან ბერიძე, საბაკალავრო პროგრამა „არქიტექტურა“ ხელმძღვანელი პროფესორი ნიგზარ ხვედელიანი, ინტერიერის და გარემოს დიზაინის დეპარტამენტის ხელმძღვანელო პროფესორი თინათინ ჩიგოგიძე, პროფესორი ირაკლი მურღულია, პროფესორი ნინო ჩხეიძე და პროფესორი ნინო გვანცაძე. 
მწვავე დებატები გაიმართა რიგ საკითხებთან დაკავშირებით; კერძოდ რა გამოწვევბი დგას დღეს საპროექტო ბაზარზე? როგორი კადრები ესაჭიროება დარგს? როგორ მოვახდინოთ ფაკულტეტზე სწავლების დონის ამაღლება? 
საბოოლოოდ გადაწყდა დაიგეგმოს რიგი ღონისძიებები (კონფერენცია, სემინარი, სტუდენტური კონკურსი, ვორქშოფები, საჯარო ლექციები,  ინტეგრირებული პროექტები სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან ერთად, რეალურ პროექტებში ჩართვა და ადგილზე გასვლის ორგანიზება, კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება და ტექნიკური უზრუნველყოფა და სხვა), რომელიც ხელს შეუწყობს სასწავლო პროგრამების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, სტუდენტებში მოტივაციის ამაღლებას და წახალისებას. 
 
 

 

სიახლეებში დაბრუნება