ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, archfolio მართავს ქართველი არქიტექტორებისა და ქალაქმგეგმარებლების საჯარო კრებას: არქიტექტორების სიტყვა ქალაქს #4

07/15/2017 15 ივლისს 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, archfolio მართავს ქართველი არქიტექტორებისა და ქალაქმგეგმარებლების საჯარო კრებას: არქიტექტორების სიტყვა ქალაქს #4

კრებაზე განიხილება, მელიქიშვილის 10-ში მდებარე, ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის (ყოფილი ტუბერკულიოზის დისპანსერი), შენობის გარშემო მიმდინარე პროცესები.

კრების მიზანია, არა მხოლოდ, კონკრეტული შემთხვევის განხილვა, არამედ არსობრივი პრობლემის ძიება და საჯარო დისკუსიის გამართვა.

კრება საჯაროა და მასში მონაწილეობა თავისუფალია.

 

სიახლეებში დაბრუნება