შეხვედრა არქიტექტორ ბისსერ კოზლევთან.

03/21/2017 2017 წლის 21 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე შედგა შეხვედრა სოფიის არქიტექტურის, სამოქალაქო ინჟინერიის და გეოდეზიის /UACEG/ უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორთან არქიტექტორ ბისსერ კოზლევთან. მან სტუდენტებს შესთავაზა მონაწილეობის მიღება ქ. სოფიაში გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში: „მიტოვებული ქარხნის რეაბილიტაცია - რეკონსტრუქციის“ პროექტზე. კონკურსში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვეს II, III, და IV კურსის სტუდენტებმა. საკონკურსო პროექტზე მუსაობა უნდა დასრულდეს ამ წლის 25 მაისს.

ფოტო მასალა.

 

სიახლეებში დაბრუნება