შვეიცარიის სამთავრობო სტიპენდიები 2017-2018 სასწავლო წლისთვის

08/10/2016

შვეიცარიის მთავრობა აცხადებს კვლევითი, სადოქტორო და პოსტ-დოქტორანტურის სტიპენდიების პროგრამას 2017-2018 სასწავლო წლისთვის.


შემოთავაზებული სტიპენდიების სახეობებისა და მოთხოვნილი კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციისათვის იხილეთwww.sbfi.admin.ch/scholarships_eng.

დაინტერესების შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

·         რა სახის სტიპენდიის მიღება სურს

·         სამოტივაციო წერილი

·         აქტუალური და სრული CV, დაბადების თარიღის მითითებით

ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადაიგზავნოს შვეიცარიის საელჩოში, შემდეგ ელექტრონულ მისამართზეtif.vertretung@eda.admin.ch.

საელჩოს მიერ მიღებული საბუთების გადამოწმების შემდეგ, დაინტერესებული პირი მიიღებს სააპლიკაციო ფორმებს.

შვეიცარიის საელჩოში საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2016 წლის 18 ნოემბერი, 12:00 საათი.


 

სიახლეებში დაბრუნება