2016 წლის 13 ივნისს სტუ–ის არქიტექტურის ფაკულტეტის ვესტიბიულში გაიხსნა სტუდენტური ნამუშევრების გამოფენა

06/13/2016 2016 წლის 13 ივნისს სტუ–ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ვესტიბიულში გაიხსნა სტუდენტური ნამუშევრების გამოფენა, რომელზედაც წარმოდგენილი იყო სტუ–ის და გერმანელი სტუდენტების მიერ 1998–2002 წლებში ავლაბრის უბნის ქალაქგეგმარებითი განვითარების საპროექტო წინადადებები. გამოფენის გახსნას დაესწრნენ სტუ–ის არქიტეტქურისა და ურბანისტიკის დეპარტამენტის პროფესორ–მასწავლებლები, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ აღნიშნული პროექტის განხორციელებას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე სხვადასხვა არქიტექტურული სკოლის სტუდენტები, რომლებიც მიმდინარე წელს მონაწილეობენ „რეალური ლაბორატორია ავლაბარი“–ს მიერ ორგანიზებულ კოოპერაციულ პროექტში. მისი ორგანიზატორები არიან ილიაუნი, ბრაუნშვაიგის ტექნიკური უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ინსტიტუტი, ასევე ქალაქმგეგმარებლები ზურაბ ბაქრაძე და ფრაუკე ბურგდორფი. იგი დღესდღეობით ფინანსდება გერმანიის აკადემიური გაცვლა-გამოცვლის სამსახურის (DAAD) სახსრებით და მხარდაჭერილია ფრიდრიხ ებერთის ფონდის და თბილისის გოეთეს ინსტიტუტის მიერ.











 

სიახლეებში დაბრუნება