თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩატარდა არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტთა კლაუზურა–კონკურსი, რომლის თემა გახლდათ „თბილისური სახლი“.

06/04/2016 2016 წლის 4 ივნისს ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩატარდა თსსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტთა ტრადიციული ყოველწლიური ერთობლივი სტუდენტური კლაუზურა–კონკურსი, რომლის თემა გახლდათ „თბილისური სახლი“. კონკურსში 17 აკადემიის და 15 სტუ–ს არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. 6 ივნისს გაიმართა გამარჯვებულთა დაჯილდოვება. სტუ–ს სტუდენტთაგან პირველი პრემია წილად ხვდა მე–3 კურსის სტუდენტს ანა ლობჟანიძეს, მეორე პრემია დაიმსახურა მეოთხე კურსის სტუდენტმა ნიკიტა მჭედლიშვილმა, ხოლო მესამე პრემია – პირველი კურსის სტუდენტმა სოსო ჩხაიძემ. ამის გარდა გამოვლინდა 3 ნამუშევარი, რომელთა ავტორებს შმაგი აფაქიძეს, ზურაბ ფანცულაიას და გიორგი ცუცქირიძეს მიენიჭათ წამახალისებელი პრემიები. გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი ჯილდოები, აგრეთვე პროფესიული არქიტექტურული ჟურნალები. ჟიურის წევრმა აკადემიკოსმა გიგა ბათიაშვილმა საკუთარი წიგნი სამახსოვროდ გადასცა ანა ლობჟანიძეს და სოსო ჩხაიძეს.

   

  

    

   

   

   

 

სიახლეებში დაბრუნება