2016 წლის 9–დან 14 მაისამდე სტუ–ის არქიტექტურის ფაკულტეტზე სტუმრად იმყოფებოდნენ დანიის წარმომადგენელი არქიტექტორთა ჯგუფი

05/09/2016 2016 წლის 9–დან 14 მაისამდე სტუ–ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე სტუმრად იმყოფებოდნენ დანიის ქალაქ კოპენჰაგენის ნატიფი ხელოვნების სამეფო აკადემიის არქიტექტურის, დიზაინის და კონსერვაციის სკოლის წარმომადგენლები ასოცირებული პროფესორები დაგ პატერსონი (Dag Patersson) და ნილს გრონბეკი (Niels Gronbaek). მათი მიზანი გახლდათ სტუ–ის არქიტექტურის ფაკულტეტთან თანამშრომლობა სტუდენტთათვის ერთობლივი ვორქშოფების მოწყობის მიზნით. სტუმრები გაეცნენ თბილისის და მცხეთის არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებს, აგრეთვე არქიტექტურის ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესს. გადაწყდა 2016 წლის ოქტომბერში ქართველი და დანიელი სტუდენტების მონაწილეობით ერთობლივი კვლევების ჩატარება თბილისის არქიტექტურის პრობლემებთან დაკავშირებით.



 

სიახლეებში დაბრუნება