Rethink -ის პროექტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

05/06/2016 Rethink -ის პროექტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მონაწილეობას იღებს TEMPUS-ის RETHINK-ის (Reform of Education Thru International Knowledge exchange) პროექტში, რომელიც ითვალისწინებს ურბანისტიკასა და არქიტექტურის სადოქტორო ინგლისურენოვანი პროგრამების შემუშავებას  ორმაგი დიპლომების გაცემის შესაძლებლობით,   გაძლიერებული გარემოს დაცვის კომპეტენციებით.

აღნიშნული ბლოგი ემსახურება პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებას და აგრეთვე პროგრამასთან დაკავშირებული აქტივობების გაშუქებას.
პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში უმაღლესი განათლების, მეცნიერების  ხარისხის ამაღლება, ევროკავშირის სივრცეში ინტეგრაცია, განათლებისა და მეცნიერების მდგრადი განვითარება.
ამ მიმართულებით RETHINK-ის პროექტი ისახავს შემდეგ აქტივობებსა და ამოცანებს
-    ქართველი პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლება
-    სასწავლო პროცესის მეთოდური მხარდაჭერა
-    ხარისხის შეფასების ევროპული სისტემის ინტენსიური გამოყენება
-    საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის შექმნა
-    პილოტური, ონლაინ სასწავლო პროცესის დანერგვა
-    ხარისხის კონტროლი
-    პროექტის შედეგების გასაჯაროება და ინფორმაციის გავრცელება
-    პროექტის შედეგების შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა
-    პროექტის მენეჯმენტი
ოფიციალური საჯარო შეხვედრა  RETHINK-ის პროექტთან დაკავშირებით იგეგმება სექტემბრის  თვეში, თარიღი  დაზუსტდება.
ინფორმაცია RETHINKის პროექტსა და  მასთან დაკავშირებულ საკითხებზე  შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ  საიტსა  http://rethink.fa.ulisboa.pt/index.php/general-info/tempus-objectives
და ბმულებზე
http://rethink.fa.ulisboa.pt/index.php/general-info/tempus-objectives
http://erasmusplus.org.ge/ge/publications
http://erasmusplus.org.ge/files/publications/Guide%20Joint%20Degree%20-%20ge.pdf
http://erasmusplus.org.ge/files/publications/Doctoral%20Education%20in%20Georgia%20-%20ge.pdf
http://erasmusplus.org.ge/files/publications/PhD%20Quality%20Enhancement%20ge.pdf

 

სიახლეებში დაბრუნება