2016 წლის 21 აპრილს სტუ–ის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე გაიმართა მსოფლიოში ცნობილი ურბანისტის ალფრედ პეტერის პრეზენტაცია.

04/21/2016 2016 წლის 21 აპრილს სტუ–ის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე გაიმართა საფრანგეთის ქალაქ ვერსალის ლანდშაფტის უმაღლესი ნაციონალური სკოლის პროფესორის, მსოფლიოში ცნობილი ურბანისტის ალფრედ პეტერის პრეზენტაცია. პროფესორი პეტერი, რომელიც ამჟამად ჩართულია თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის დამუშავების სამუშაოებში, ფაკულტეტის სტუდენტებს და პედაგოგებს ესაუბრა მის მიერ ბოლო პერიოდში მსოფლიოში განხორციელებულ პროექტებზე, რომელთა შორის აღსანიშნავია სტრასბურგის, დიდი პარიზის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა, აგრეთვე ნიუ–იორკის მანჰეტენზე 42–ე ქუჩის და თაიმ სქვეარ–ის რეკონსტრუქციის კონკურსში გამარჯვება. პრეზენტაციის შემდეგ პროფესორმა პეტერმა უპასუხა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს. შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის კონკურსში გამარჯვებული გუნდის წევრები, ასევე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები.

  

  

 

სიახლეებში დაბრუნება