სტუდენტური კონკურსი თემაზე: საბურთალოს რაონში, ნუცუბიძის და ს. ზაქარიაძის ქუჩებს შორის არსებული ტერიტორიის დიზაინ–პროექტი.

02/19/2016 ქალაქ თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობასა და სტუ–ის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის "გარემოს დიზაინი"–ს მოდულის პედაგოგებს შორის თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა და განხორციელდა სტუდენტური კონკურსი თემაზე: საბურთალოს რაონში, ნუცუბიძის და ს. ზაქარიაძის ქუჩებს შორის არსებული ტერიტორიის დიზაინ–პროექტი. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის III და IV კურსის სტუდენტები. წარმოდგენილი ნამუშევრებიდან გალერეა "უნივერსში" განსათავსებლად გადარჩეულ იქნა 22 ესკიზური პროექტის დასრულებული ვარიანტი. გამოფენა გაიმართა 2016 წლის 11 თებერვალს, სადაც მოხდა გამარჯვებული პროექტების გამოვლენა. პირველი ადგილი დაიკავა გვანცა ცქიფურიშვილის პროექტმა, მეორე ადგილი – ნუცა დემეტრაშვილისა და ლინდა დევაძის ერთობლივმა პროექტმა, ხოლო მესამე ადგილი – ზურა გაფრინდაშვილის პროექტმა. ასევე წამახალისებელი პრიზებით აღინიშნა გიორგი ლეჟავას, მესხიშვილი ნიკას და დემეტრაშვილი თინათინისა და გიორგი ზარნიძის პროექტები. 2016 წლის 19 თებერვალს, საბურთალოს რაიონის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ გამგეობისა და სტუ-ს ერთობლივ კონკურსში მონაწილე და გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა. ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელები, გამარჯვებულებს ასევე 500, 250 და 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები და წამახალისებელი პრიზები. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ პირველ ადგილზე გასულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობა მიმდინარე წელს რეალურად განახორციელებს.

  

  

  

 

სიახლეებში დაბრუნება