არტ ინსტალაცია - ინკლუზიური არქიტექტურის მუდმივი ნიშა გრემში

03/23/2016 არტ ინსტალაცია - ინკლუზიური არქიტექტურის მუდმივი ნიშა გრემში
 პოლონეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროგრამის „პოლონეთის კულტურის პოპულარიზაცია საზღვრებს გარეთ პრომესა 2016“ ფარგლებში მიმდინარე წლის 17 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით საქართველოში, გრემში ჩტარდა არქიტექტურული ვორქშოფი „So easy/Young europen design“,
    ვორქშოფის თემა იყო სივრცული პროექტის განხორციელება - არტ ინსტალაცია, როგორც ინკლუზიური არქიტექტურის მუდმივი ნიშა გრემში, საქველმოქმედო კავშირ „თემში“, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ერთად, ერთ ოჯახად ცხოვრობენ უსახლკარონი, მოხუცები, მარტოხელა დედები.
    ვორქშოფის მიზანი იყო შეზღუდული შესაძლობლების მქონე პირთა ჩართულობის პოპულარიზაცია, საზოგადოებრივი სივრცის დაპროექტება და აშენება პოლონელ არქიტექტორებთან, სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებთან და კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობას მოკლებულ ადამიანებთან (ხანდაზმულები, ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები) ერთად. 
   22 მარტს, ვორქშოფის დასრულების შემდგომ თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე ჩატარდა კონფერენცია, მოხსენებებით გამოვიდნენ როგორც პოლონელი არქიტექტორები ისე ფაკულტეტის პროფესორ - მესწავლებები. ასევე წარმოდგენილი იყო ვორქშოფის შედეგები. პოლონელმა არქიტექტორებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება საზოგადოებრივ სივრცის დაპროექტების თავისებურებაზე „დიზაინის ფილოსოფიის“ გამოყენებით, რომლის ბენეფიციარებიც იქნებიან კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობას მოკლებული ადამიანები: ხანდაზმულები, ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.
   ვორქშოფში მონაწილეობა მიიღეს სტუ - ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებმა: ანა მეფარიშვილი, თამარ ჯუგაშვილი, ლევან ქართველიშვილი, თორნიკე ფოცხვერაშვილი. ხელმძღვანელი ნინო იმნაძე. ვორქშოფის დასრულების შემდგომ სტუდენტებს გადაეცათ სეთიფიკატები.

 http://presa.ge/new/?m=society&AID=43378
 http://droni.ge/?m=3&AID=25373
 http://people.ge/?m=13&ID=4063 http://itv.ge/?m=16&CID=39812

  
     

  

 

სიახლეებში დაბრუნება