ღია სტუდენტური კონკურსი დაბა მესტიაში ორი ჰიდროელექტროსადგურის არქიტექტურული პროექტის შერჩევისათვის

03/14/2016 ღია სტუდენტური კონკურსი დაბა მესტიაში ორი ჰიდროელექტროსადგურის არქიტექტურული პროექტის შერჩევისათვის 

2016 წლის 14 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე გაიმართა სვანეთის, კერძოდ მესტიაჭალას ჰიდრო ენერგო კასკადის არქიტექტურული დიზაინის შექმნასთან დაკავშირებით გამოცხადებული სტუდენტური არქიტეტქურული კონკურსის პრეზენტაცია. 
კონკურსის ორგანიზატორები არიან საქართველოს განახლებადი ენერგიების კომპანია, ავსტრიული კომპანია “RP GLOBAL Austria GmbH”. ამ კომპანიის წარმომადგენლებმა, ზურაბ გორდეზიანმა,  ფრანც მადერმა (Franz Mader) და ლუკას ვაისენშტაინერმა (Lukas Weissensteiner) დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საკონკურსო პირობები, ხოლო შემდგომ უპასუხეს დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს. საკონკურსო მასალების წარდგენის ვადა მიმდინარე წლის 16 მაისია. იდეის ორიგინალობიდან და კონკურსის საპრიზო ფონდის სოლიდურობიდან გამომდინარე აღნიშნულმა შეხვედრამ სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია.




  

  

 

სიახლეებში დაბრუნება