2016 წლის 13 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა თემატური სამეცნიერო კონფერენცია

02/13/2016 2016 წლის 13 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული თემატური სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა თბილისის ისტორიული უბნების განვითარების პრობლემებს. მასში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა არქიტექტურული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც პროფესიული ხედვა, კონკრეტული მოსაზრებები გააცნეს საზოგადოებას.

   

   

   
     

 

სიახლეებში დაბრუნება