ფლორენციაში ჩატარდა არქიტექტურის სადიპლპმო ნამუშევრების კონკურსი.

12/07/2015 2015 წლის 7 – 10 დეკემბეს ფლორენციაში ჩატარებულ არქიტექტურის, სამოქალაქო ინჟინერიის და დიზაინის ევრაზიული სკოლების მეხუთე საერთაშორისო ფესტივალზე სადიპლომო ნამუშევრების კონკურსზე მესამე ხარისხის დიპლომი წილად ხვდა ჩვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებულ ნატალი ბეზარაშვილის პროექტს „ ფსიქიატრიული კლინიკა პალიასტომის ტბასთან“ (ხელმძღვანელი დავით ბოსტანაშვილი). ამ კონკურსზე ასევე წარდგენილი იყო „მოცულობითი არქიტექტურის“ მაგისტრანტების შემდეგი სადიპლომო ნაშრომები: მამუკა ბარათაშვილის „ობსერვატორია, მუზეუმი და ტურისტული ცენტრი ხევსურეთში (შატილისა და მუცოს შორის მთებზე“, ხელმ: პროფესორი გია ნადირაძე; ანა ბიბილაშვილის „მრავალფუნქციური კომპლექსი თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე (ცირკის მიმდებარე ფერდობზე)“ ხელმ: პროფესორი ვახტანგ დავითაია; შოთა ჯოჯუას „კულტურული ცენტრი ლაზიკაში“ ხელმ: პროფესორი დავით ბოსტანაშვილი.
    




 

სიახლეებში დაბრუნება