2015 წლის შემოდგომა

11/19/2015
2015 წლის შემოდგომაზე ,,თბილისის განვითარების ფონდის“, გერმანული ფირმა „Peter moenning“-ის და თბილისის მერიის მხარდაჭერით თბილისში ჩატარდა საერთაშორისო სტუდენტური კონკურსი - ,,მომავალი თბილისი დღეს– 2015“. 19 ნოემბერს თბილისის საკრებულოში შედგა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც ნომინაციაში – „საუკეთესო ურბანული დაგეგმარება“ გაიმარჯვა სტუ–ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის საბაკალავრო პროგრამის სწავლების მე-3 წლის სტუდენტმა ნონა ითაშვილმა. მას ჯილდოდ გადაეცა სამახსოვრო დიპლომი და კომპიუტერული ტექნიკა, კრძოდ პლანშეტი. ნ. ითაშვილს კონკურსზე წარმოდგენილი ჰქონდა პროექტი ,,ხელოვნების ცენტრი-ყველასთვის“, რომელიც დაგეგმარდა მუხიანის რადიო ქარხნის ტერიტორიაზე.

   

 

სიახლეებში დაბრუნება