სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული კონკურსი: „ყველაფერი გარდა ჩვეულებრივისა“

06/20/2015
ა.წ 20 ივნისს გაიმართა კომპანია „კარესა“ და სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული კონკურსის: „ყველაფერი გარდა ჩვეულებრივისა“ ( Everything Except The Ordinary)  ფინალური ტური. 
კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ სტუ-სა და თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები. ფინალურ ტურზე წარმოდგენილი იყო ათი საუკეთესო ესკიზური პროექტის დასრულებული გრაფიკული ვერსიები და  მათი პრეზენტაციები.

ფინალურ ტურის შესაფასებლად   ჟიურის გარდა მუშაობდა სტუდენტური ჟიურიც.  გამოვლინდა გამარჯვებილი ნამუშევრები. პირველი ადგილი მიენიჭა სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტის ელენე მაჩაიძის ნამუშევარს, მეორე ადგილი სტუდენტური ჟიურის გადაწყვეტილებით  ამავე ფაკუტეტის სტუდენტის გვანცა ცქიფურიშვილის პროექტმა დაიკავა. 
გამარჯვებულები კომპანია „კარემ“ დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა, სერთიფიკატები გადაეცათ კონკურსის ფინალში გასულ ყველა სტუდენტს.
   
   

 

სიახლეებში დაბრუნება